| From : | Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | (მსოფლიო ბანკი) გასაუბრების შედეგები |
| Received On : | 29.05.2020 10:16 |
| Attachments : |
ქეთი მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლის 22 და 25 მაისს, სამინისტროში ჩატარდა კომისიის სხდომა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მსოფლიო ბანკის (IBRD, ADB) სესხის ფარგლებში, პროექტის განმახორციელებელ ერთეულში (PIU) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შერჩევის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ჩატარებული კომისიის სხდომის ოქმის მომზადებისათვის საჭიროა კანდიდატებთან გასაუბრების საბოლოო შედეგები.
ვინაიდან, თქვენ, როგორც კომისიის წევრი აქტიურად ხართ ჩართული შერჩევის პროცესში, გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოწოდება.
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.
საუკეთესო სურვილებით,
ნათელა ზურაბიშვილი
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 577 987 117