| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ჰოლდინგის განვითარების გეგმა |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com> |
| Received On : | 16.06.2020 06:36 |
| Attachments : |
ძვირფასო ქეთევან
როგორც თქვენთვის ცნობილია UNDP ს ხელშეწყობით დავიწყეთ სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმაზე მუშაობა. ტექნიკურ დახმარებას გვიწვევს საერთაშორისო ფონდი კურაციო (ქეთევან გოგუაძე, გიორგი გოცაძე). გთხოვთ უზრუნველყოთ სამუშაოს ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაციის მოძიება და მიწოდება უმოკლეს ვადაში.
იხილეთ ქვემოთ წერილი და ასევე თანდართული ფაილი.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
ქალბატონო ეკატერინე და თამარ,
მოგესალმებით და პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პარასკევის შეხვედრისთვის. როგორც შეხვედრაზე შევთანხმდით, პირველ ეტაპზე გიგზავნით იმ დოკუმენტების სიას, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით ნამდვილად არსებობს და რომელთა მოპოვებაში და ჩვენთვის მოწოდებაში გვჭირდება თქვენი დახმარება. ეს დოკუმენტებია:
1. საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში შემავალი სამი საავადმყოფოსთვის (თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო/ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიფიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო და ლისის ონკოლოგიური საავადმყოფო/ „სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“) ჩატარებული
a. ქონების საექსპერტო შეფასებების ანგარიში მათი რეალური მდგომარეობისა და ღირებულების დადგენის მიზნით;
b. სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაციის დოკუმენტი, ჩატარებული კომპანიისა და გარე აუდიტის მონაწილეობით;
c. გარე აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინებით სააავადმყოფოების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა;
d. ამ საავადმყოფოებისთვის შემუშავებული ბიუჯეტის ერთიანი ფორმატი
e. ამ საავადმყოფოებისთვის დაწესებული ყოველკვარტალური ანგარიშგების ფორმების მიხედვით მათი კვარტალური ანგარიშები
2. ვენის ჯგუფის მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების თაობაზე საუნვერსიტეტო კლინიკასთან პარტნიორობით
3. საპროექტო და ფუნქციონალური გეგმები
a. რუხის საავადმყოფოსთვის
b. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის
4. ჩვენი ინტერესის საავადმყოფოებისთვის ნებისმიერი სხვა შეფასების თუ გეგმის დოკუმენტი თუ ასეთი დამატებით არსებობს და ჩვენთვის უცნობია
თითოეული დაწესებულებიდან ამოსაღები ინფორმაციის ინსტრუმენტს და ასევე ბაზების ჩამონათვალს, რომელთა მოწოდებაშიც ასევე გვჭირდება თქვენი დახმარება, უახლოეს დღეებში გამოგიგზავნით
დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის
პატივისცემით,
ქეთი