მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 30 აპრილს გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირტუალური საინფორმაციო სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებისა და ჟენევაში აკრედიტებული მისიების წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან სესიაში მონაწილეობას
იღებდა მისია.
სესიის გახსნით ნაწილში WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიეუსმა აღნიშნა, რომ გლობალურად კოვიდ19-ით უკვე 3 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე
დაიწყო დაწესებული ზომების შემსუბუქება, მდგომარეობა საყურადღებოა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფიცირების დინამიკა აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. უახლოეს დღეებში, WHO სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების
მე-2 გეგმას გამოაქვეყნებს, რომელშიც გაწერილი იქნება WHO-ს საერთაშორისო რეაგირებისთვის საჭირო რესურსები.
გარდა ამისა, WHO-ს, კერძო სექტორისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტი "Access to Covid19 Tools Accelerator" (დამატებით ინფორმაცია
იხ. დანართ დოკუმენტში), რომლის მიზანია ვირუსის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების, მედიკამენტებისა და ვაქცინის განვითარების/შემუშავების დაჩქარება და მათზე წვდომის უზრუნველყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მ.წ. 4 მაისს, ევროკომისიის ორგანიზებით, გაიმართება
კორონავირუსზე რეაგირების გლობალური სამიტი, რომლის მიზანი დონორთა მოძიება და საჭირო რესურსების მობილიზება იქნება.
სესიის დღის წესრიგის შესაბამისად, კოვიდ19თან ბრძოლის კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ განხილულ იქნა ბუტანის, კენიის, პანამის, ყატარის, თურქეთისა და ვიეტნამის გამოცდილება (პრეზენტაციები თან ერთვის).
საუკეთესო სურვილებით,
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street