From : National Center for Disease Control and Public Health <ncdc@ncdc.ge>
To : Mdarakhvelidze@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; e.adamia@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; nnogaideli@moh.gov.ge; ggasviani@moh.gov.ge; tamogakhokidze@gmail.coml; e.kiguradze@gnsc.ge; doctorrema@yahoo.com; makamaglakelidze@gmail.com; nverdzadze@gmail.com; khizanishvili@citycancerchallenge.org; mataradze@unfpa.org; bakradze@unfpa.org; nia_sharikadze@yahoo.com; ioseb.abesadze@gmail.com; mshavdia@yahoo.com; oncolab@gmail.com; tamni9@yahoo.com; shengeln@yahoo.com; dlomidze@hotmail.com; amiranmatitashvili@gmail.com; KLIMIASHVILI, Rusudan <klimiashvilir@who.int>; gelachivi@gmail.com; gvinianidze@hotmail.com
Subject : ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს მისია
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Nana Mebonia <N.Mebonia@ncdc.ge>; Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>
Received On : 11.07.2019 15:00
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო,

 

მოგახსენებთ, რომ 16-19 ივლისს თბილისში ჩამოდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისია კიბოს კონტროლის საკითხებზე, რომლის მიზანია საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიღწევებისა და გამოწვევების გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

 

მისიის შემადგენლობაში შედის ოთხი ექსპერტი:

  • მერილის ანნ კორბექსი, ჯანმოს ექსპერტი კიბოს კონტროლის მიმართულებით
  • როლანდო კამაჩო, კიბოს კონტროლის ექსპერტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს „იმპაქტ“ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი
  • სიუ კოჰენი, ექსპერტი სკრინინგის დარგში, წარსულში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომელი
  • ვიტალი სმელოვი, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით

აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 ივლისს  დილის 11:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზში (მის.: კახეთის გზატკეცილი #99) გაიმართება მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები (პროგრამა თან ერთვის წერილს).

 

გთხოვთ, მობრძანდეთ, აქტიურად ჩაერთოთ დისკუსიაში და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს.

 

მისიის წევრები 17 და 18 ივლისს სამუშაო შეხვედრებს გამართავენ კიბოს მართვაში ჩართულ სხვადასხვა ეროვნულ ექსპერტებთან და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში.

 

 

პატივისცემით,



ამირან გამყრელიძემედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
 
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599