| From : | Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | წერილი-მონაცემების მოთხოვნა სააგენტოდან |
| Received On : | 28.05.2019 11:52 |
აჰა ქეთი, დროის მოგების მიზნით წერილის პროექტს გიგზავნი. გაასწორე როგორც თვლი საჭიროდ და ატვირთე J
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსს
ბატონ კახაბერ ჩხარტიშვილს
ბატონო კახაბერ,
სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო ფონდი კურაციო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას „ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“. პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სამუშაო პროცესის მაქსიმალურად ეფექტურად და ოპერატიულად წარმართვის მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ 2016-2017-2018 წლებში ,,ტუბერკულოზის მართვის’’ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების კომპონენტების ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან მიღებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია, პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვით.
პატივისცემით,
მარინა დარახველიძე