| From : | Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | წამების 2019-2020 გეგმა |
| Cc : | Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 14.03.2019 12:29 |
ქალბატონო ქეთევან,
წამების 2019-2020 წლების გეგმასთან დაკავშირებით სოციალური დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ:
ჩვენი მოსაზრებით საქმიანობა - 1.1.3 -ში „არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის შიდაუწყებრივი აქტების ანალიზი“ არ წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას და შესაბამისად ჩვენი სამინისტრო ამოსაღებია შემსრულებელი უწყების გრაფიდან. საქმიანობა - 1.7.1 მიზანშეწონილია ჩასმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჭიროების შემთხვევაში ნორმატიული აქტების ცვლილება მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით, განსაკუთრებით, სპეციალიზებულ დაწესებულებებში მათი არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიზნით.“ ასევე ამ საქმიანობის შესრულების ინდიკატორიდან მიზანშეწონილია ამოღებულ იქნას „მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის შესახებ კვლევის ანგარიში“. 4.4 მიზნის ტექსტში „სპეციალიზებული დაწესებულების“ ჩამატებას არ ვეთანხმებით რადგან ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალიზებული დაწესებულებებში ძალადობის სტატისტიკას „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №437 დადგენილების შესაბამისად. პატივიცემით ზაზა, |