პატივცემულო კოლეგებო,
თანდართული ფაილით გიგზავნით ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების
სამოქმედო გეგმის პროექტს, რომელშიც ნაწილობრივ ასახულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვაწოდეს სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
(შესაბამისი ცვლილებები არის მონიშნული).
წინამდებარე დოკუმენტის განხილვა სამუშაო ჯგუფის ფორმატში იგეგმება
მ/წ 11 აპრილს, თბილისის იუსტიციის სახლის დიდ საკონფერენციო დარბაზში (3-ე სართულზე). დოკუმენტის განხილვისთვის გამოყოფილია მთელი სამუშაო დღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
შეხვედრის მიზანია, შევჯერდეთ სამოქმედო გეგმის პროექტის საბოლოო ტექსტზე, რომელიც წარედგინება ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების
შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული
ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 11 აპრილის შეხვედრის შემდეგ სამოქმედო გეგმის პროექტის ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აღარ მოხდება.
პატივისცემით,
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის 24ა, საფოსტო ინდექსი, 0114