პატივცემული კოლეგებო,
წინამდებარე წერილით გვსურს შეგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის
8 თებერვალს, 16:00 საათზე იგეგმება ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ
მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ჩატარება.
გთხოვთ, ვისაც ამ დრომდე არ შეუტყობინებია ჩვენთვის, თუ ვინ დაესწრება მათი უწყების/ორგანიზაციის სახელით ზემოაღნიშნულ სამუშაო შეხვედრას, გვაცნობოთ შესაბამისი პირის/პირთა ვინაობა, რათა
დავუშვათ ამ პირებზე საშვები.
როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრა ჩატარდება
თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში, 3 -ე სართულზე, დიდ საკონფერენციო დარბაზში.
პატივისცემით,
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის 24ა, საფოსტო ინდექსი, 0114