From : Anti-Torture Interagency Council <antitorturecouncil@justice.gov.ge>
To :
Subject : წამებასთან ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი
Cc : Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Ana Ghvinjilia <aghvinjilia@justice.gov.ge>
Received On : 24.07.2020 10:16
Attachments :

მოგესალმებით,

როგორც თქვენთვის ცნობილია, დაწყებულია წამებასთან ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. ამ მიზნით, საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადდა სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი, რომელსაც საფუძვლად დაედო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები, შიდაუწყებრივი ანგარიშები და მიმდინარე სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში.

თქვენი მოსაზრებების მიღების მიზნით დანართად გეგზავნებათ სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი

·         გთხოვთ, გაეცნოთ სამოქმედო გეგმას და თქვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოგვაწოდოთ მოსაზრებები, როგორც უშუალოდ აქტივობების, ისე მათი შესრულების ინდიკატორებისა და სხვა მაჩვენებლების თაობაზე. აქვე, გაცნობებთ, რომ სამოქმედო გეგმის ამოცანების საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლებზე მუშაობა დაიწყება აქტივობებზე პოზიციების შეჯერების შემდეგ.

·         გთხოვთ, ცალკეულ აქტივობებთან მიმართებით მიუთითოთ მიახლოებითი ბიუჯეტი და კონკრეტული შესრულების ვადები (წლის და კვარტლის მითითებით).

·         გარდა პროექტში არსებული აქტივობებისა, არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ცალკეული საჭიროებების თაობაზე, მათი სამოქმედო გეგმაში ინტეგრირების მიზნით.

გთხოვთ, სამოქმედო გეგმის პროექტის თაობაზე თქვენი პოზიციები წარმოადგინოთ 21 აგვისტომდე.

კითხვებისა არსებობის თუ დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელს, ანა ღვინჯილიას (599690609; aghvinjilia@justice.gov.ge).

პატივისცემით,

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა

და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული

ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო

საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო