| From : | Maiko Chokheli <M.Chokheli@ncdc.ge> |
| To : | mbaidauri@moh.gov.ge; mbaidauri@yahoo.com |
| Subject : | ცენტრის ანგარიშგების ფორმატის ახალი ბრძანება |
| Cc : | nnogaideli@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; episurvncdc@gmail.com <'episurvncdc@gmail.com'>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Nana Kavtaradze <N.Kavtaradze@ncdc.ge>; Maia Kereselidze <M.Kereselidze@ncdc.ge>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge> |
| Received On : | 14.02.2019 07:14 |
ქალბატონო მარინა,
დიდი მადლობა ასეთი ოპერატიულობისთვის; იმედია,
ახალი ბრძანებით
ცენტრის ანგარიშის ამ ფორმატის
დამტკიცებაც უმოკლეს დროში მოხერხდება.
პროექტი მთლიანობაში მისაღებია რა
თქმა
უნდა, მაგრამ თავს უფლება მივეცი რამდენიმე მოსაზრება გამომეთქვა:
1. ალბათ უნდა იყოს "წლიური ანგარიშიც" ამ ჩამონათვალში, მაინც უნდა გავაკეთოთ; ისევ მარტში ნორმალური იქნებოდა;
2. კონიუნქტურული ანალიზი ძალიან შორს გადადის და ეპიდემიოლოგებს ზაფხულში მოუწევთ მუშაობა, ამიტომ ალბათ ჯობია 25 მაისს თუ არა,
25 ივნისს მაინც იყოს,
ყოველთვის ასწრებდენენ დროულად;
3. არაგადამდებთა ანალიზი პირიქით, ადრეა, რადგანაც სტატისტიკური ცნობარი სექტემბერში ზოგჯერ დაბეჭდილიც კი არ არის, ალბათ უკეთესი იქნება ნოემბერში, რადგანაც ოქტომბერში ზოგჯერ ვერ ესწრებოდა მისი
მომზადება;
4. ამ პერიოდში წარდგენილ აცრების გეგმას "პროგნოზული" გეგმა არასოდეს არ რქმევია, ჩვეულებრივ დეკემბერში
მზადდება დამდეგი წლის გეგმები და მათ პროგნოზული არ ქვიათ;
5. არასახელმწიფო დაფინანსება ყვითელი რატომ არის ვერ გავიგე,
ყოველთვის მზადდებოდა, მაგრამ ამჯერად სამინისტროსთვის აქტუალური თუ აღარ არის, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მისი ამოღება; მითუმეტეს, რომ ცალკე პუნქტად არის წამოდგენილი პროექტების შესახებ ყოველწლიური ინფორმაციის მოთხოვნა.
მადლობას გიხდით ამდენი წლის თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
მ. ჩოხელი