| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | შენიშვნები წითელას სტრატეგიაზე |
| Cc : | Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 21.05.2019 06:38 |
| Attachments : |
მოგესალმებით კოლეგებო,
გიგზავნით წითელას სტრატეგიასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენიშვნებს.
პატივისცემით,
ნათია
From: Giorgi Bobghiashvili
Sent:
To: Merab Japaridze
Cc: Nino Sarishvili
Subject: RE: gankarg.
ბატონო მერაბ, მოგესალმებით,
გავიარეთ საქართველოში წითელას, წითურას და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის 2018-2022 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და შევადარეთ პირველად ვერსიაზე ჩვენს კომენტარებს (თუ რამდენად მოხდა მათი გათვალისწინება).
შედეგად, შემდეგი ძირითადი კომენტარები გვაქვს:
· სიტუაციის ანალიზის მიმართულებით რა შენიშვნებიც გვქონდა პირველ რაუნდში არის გათვალისწინებული;
დოკუმენტი სტრატეგიული ნაწილი საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას შემდეგი მიმართულებებით:
· როგორც ჩანს მოხდა დოკუმენტის პირველადი ვერსიის - სამოქმედო გეგმის - გადაკეთება სტრატეგიის დოკუმენტად, რაც შემოთავაზებული სიტუაციის ანალიზის და მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია და სასურველიც. თუმცა დოკუმენტი არ აკმაყოფილებს სტრატეგიისთვის დამახასიათებელ სავალდებულო კრიტერიუმებს (ამისთვის გიგზავნით მოქმედ სახელმძღვანელოსა და განახლებული სახელმძღვანელოს (პროექტის) რეკომენდებულ სტრუქტურას;
· დოკუმენტის სტრატეგიულის ნაწილის ლოგიკური ჩარჩო არის მთლიანად მოშლილი - მიზნებსა და ამოცანებს შორის არ არის კავშირი და ხშირ შემთხვევაში ვერ დგინდება ურთიერთდამოკიდებულა - ეს შეუძლებელს ხდის დოკუმენტი იყოს შედეგებზე ორიენტირებული, რეალისტური და არ იძლევა საშუალებას დავინახოთ საერთოდ ინტერვენციის ლოგიკა.
· დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი გავლენისა და ამოცანის შედეგების ინდიკატორები (მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის ანალიზში მოყვანილი მონაცემები იძლევა საშუალებას ასეთი სახის ინფორმაცია იქნეს მისადაგებული);
· არ არსებობს კავშირის წარმოდგენილ მიზნებს/ამოცანებს და შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმას შორის. კერძოდ:
o დოკუმენტში მოყვანილია მიზნები/ამოცანები, რომლებიც საერთოდ არ გვხვდება სამოქმედო გეგმაში;
o სამოქმედო გეგმის ნაწილში მოცემულია ისეთი ამოცანები, რომლებიც დოკუმენტის ძირითად ნაწილში საერთოდ არ არის წარმოდგენილი;
· გასათვალისწინებელია ასევე დოკუმენტის ვორდინგთან დაკავშირებული საკითხები. მიუხედავად პირველ რაუნდში მითითებული კომენტარებისა დოკუმენტი (განსაკუთრებით სტრატეგიული ნაწილი ჰგავს ექსპერტის მიერ დაწერილ ტექსტს - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ (ანუ მთავრობა აძლევს საკუთარ თავს რეკომენდაციებს).
დეტალური კომენტარები ასევე შემოთავაზებულია დოკუმენტშიც.
დასკვნა
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის #629 30/12/2016 დადგენილების (პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელო) შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ არ დამტკიცდეს აღნიშნული დოკუმენტი შემოთავაზებული ვერსიით.
დანართის სახით ასევე გეგზავნებათ ლოგიკური ჩარჩოს შაბლონი, რაც სტრატეგიული დოკუმენტის სტრუქტურის სწორად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
პატივისცემით,
გიორგი
From: Merab Japaridze
Sent: ხუთშაბათი,
მაისი 16, 2019
წელი 5:18 PM
To: Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
Subject: RE: gankarg.
განახლებული რედაქცია.
From: Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
Sent: ხუთშაბათი,
მაისი 16, 2019
წელი 5:08 PM
To: Merab Japaridze <mjaparidze@gov.ge>
Subject: FW: gankarg.
გიფორვარდებთ წერილს.
პატივისცემით,
გიორგი
From: Ana Kvernadze
Sent: ოთხშაბათი,
დეკემბერი 5, 2018
წელი 7:29 PM
To: Merab Japaridze <mjaparidze@gov.ge>
Cc: Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
Subject: FW: gankarg.
ბატონო მერაბ,
გიგზავნით ,,საქართველოში წითელას, წითურას და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის 2018-2022 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმა“-ს ჩვენი სამსახურის კომენტარებით.
პატივისცემით,
ანა კვერნაძე
---------- Forwarded message ----------
From: "Merab Japaridze" <mjaparidze@gov.ge>
Date: Mon, Dec 3, 2018 at 6:44 AM +0100
Subject: gankarg.
To: "Nino Sarishvili" <nsarishvili@gov.ge>
შესათანხმებლად გიგზავნით საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ,,საქართველოში წითელას, წითურას და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა”.
პატივისცემით,
|
მერაბ ჯაფარიძე საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია M: 577501113 |
|