ძვირფასო ქეთი,დღეს გადავწყვიტეთ ჯგუფის შეხვედრაზე, რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რას ვაკეთებთ ქიმიური შეზღუდვის მუხლის დასაწერად.
ჩვენ მივმართეთ პროფ. თორნიქროფტს (ლონდონი სამეფო კოლეჯი) და, ასევე, დოქ. დენ ქრიშჰოლმს (WHO - Europe), თხოვნით, მოეწოდებინათ რომელიმე ქვეყნის კანონის შესაბამისი მუხლი, რაზეც, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ მსგავსი მუხლები. მაშინ მივმართეთ ცნობილ CRPD ექსპერტს და ადამიანის უფლებების ადვოკატს - ქ-ნ დოვილე ჯუოდკაიტეს ამავე თხოვნით, რაზეც ისევ სტატიები მივიღეთ.
მოკლედ, ამასობაში ვთარგმნეთ CPT-ის სტანდარტები და გიგზავნით მათ. იქნებ მუშაობა გავაგრძელოთ პარლამენტის კომიტეტთან მუხლის შექმნის შესახებ და გავაგრძელოთ სხვა ქვეყნების გამოცდილების ძებნა.
საუკეთესო სურვილებით,
ნინო