ძვირფასო მეგობრებო,
ვაგზავნი სამინისტროში შემდგარი შეხვედრის მოკლე შეჯამებას, რომელიც ეხებოდა სტაციონარებში პაციენტების მართვის საკითხებს COVID 19 პირობებში:
1. ვინაიდან ფსიქიატრიული სტაციონარების უმრავლესობას აქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომ მიიღონ COVID 19-ზე საეჭვო (ანამნეზურად და სიმპტომურად) ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები, სასურველია მათი მიღება მოხდეს არა ყველა სტაციონარში, არამედ, მაგალითად, თბილისში ევექსის ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან რუსთავის ინფექციურ განყოფილებაში, რომელსაც რუსთავის ფსიქიატრიულის შტატი დაეხმარება საჭიროების დროს.
2. სხვა დაწესებულებები იღებენ არასაეჭვო პაციენტებს სავალდებულო პირობების დაცვით:
ახლადსტაციონირებულ პაციენტს Covid 19-ზე ანამნეზურ მონაცემების შეკრებასთან ერთად, ეზომება ტემბერატურა და უკეთდება სწრაფი ტესტი COVID 19.
პაციენტი თავსდება ცალკე გამოყოფილ პალატაში, რომელსაც სასურველია ჰქონდეს თავისი სველი წერტილი.
აქვე გიგზავნით ცხრილის ნიმუშს, რომელის უნდა შეავსოთ თქვენი დაწესებულების საჭიროების შესაბამისად. ეს ჩამონათვალი გადაეგზავნება სამინისტროს და ამის მიხედვით მოხდება დაწესებულებების აღჭურვა.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია
Eka Chkonia
Professor of Psychiatry
Tbilisi State Medical University
President of the Society of Georgian Psychiatrists
Tel: 2 99 75 40
Mob: 5 71 73 19 55