| From : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Eka Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ფჯ სერვისები |
| Received On : | 24.03.2020 09:40 |
| Attachments : |
მოგახსენებთ, რომ ფსიქიკურ ჯანდაცვაში მომუშავე კლინიცისტებისა და ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის მენეჯერების ფართო ჩართულობით შემუშავდა რამდენიმე რეკომენდაცია და მოსაზრება (გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში), რაც კორონავირუსის გავრცელების შენელებას შეუწყობს ხელს.
ამ რეკომენდაციების განხორციელებისთვის და სერვისების კოორდინირებული მუშაობისთვის სამინისტროს ხელშეწყობა აუცილებელია, ვინაიდან მუშაობის ახალი სტილი შესაძლოა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოვიდეს არსებულ რეგულაციებთან.
უღრმესად გთხოვთ, რომ განიხილოთ აღნიშნული რეკომენდაციები და მოგვახსენოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია