From : Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Eka Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : ფჯ ამბულატორიების და მობილური გუნდების მონიტორინგი
Received On : 24.02.2020 12:44
Attachments :

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, 
გწერთ ფჯ ამბულატორიებისა და მობილური გუნდების მონიტორინგთან დაკავშირებით. 
მოგახსენებთ, რომ იგეგმება სერვისების შეფასება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „ხარისხი&უფლებების“ ინსტრუმენტების ნაკრებით (The WHO QualityRights tool kit), რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა და საქართველოში მისი გამოყენებით უკვე შეფასებულია სხვადასხვა სოციალური და ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისი, მათ შორის ფსიქიატრიული სტაციონარები.
საგულისხმოა ისიც, 2019 წელს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, მოიაზრებს დარგობრივი სამინისტროს მიერ მონიტორინგის ამ მექანიზმის გამოყენების ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ მექანიზმის დატესტვა ამბულატორიულ და მობილური გუნდის სერვისებში. 
აღნიშული პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის, გთხოვთ, გაგვიწიოთ შუამდგომლობა წერილობითი ნებართვის სახით ამ სერვისებში მონიტორინგის ჩატარების უფლებაზე.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია
 
პატივისცემით,
ეკა ჭყონია
Eka Chkonia
Professor of Psychiatry
Tbilisi State Medical University
President of the Society of Georgian Psychiatrists 
Tel: 2 99 75 40
Mob: 5 71 73 19 55