| From : | Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ფინანსური ანგარიშგება |
| Cc : | Tsira Merabishvili <tsira_merabishvili@yahoo.com> |
| Received On : | 11.03.2019 17:43 |
| Attachments : |
ქეთი,
აბა ნახე, ტექსტი ცოტა განსხვავებულია წინა წლებისგან, საჭიროა თუ არა წინა წლების ინფორმაციაც მოვთხოვოთ, როგორც მატრიცაშია, თუ მისაღებია, ხვალ ცირა დააგზავნის.
პატივცემულო კოლეგებო,
წინა წლების მსგავსად მიმდინარე წელსაც საქართველომ 2019 წლის 31 მარტამდე გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) სამდივნოს უნდა წარუდგინოს GAM (Global AIDS Monitoring) ანგარიში (წინა წლებში _ GARPR).
გთხოვთ, არაუგვიანეს 20 მარტისა, გაუგზავნოთ ინფორმაცია ქეთევან გოგინაშვილს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ტელ: 577717984; ელ.ფოსტა: kgoginashvili@moh.gov.ge) 2018 წელს თქვენი ორგანიზაციის მიერ აივ/შიდსთან დაკავშირებული აქტივობების და მათი განხორციელებისათვის დახარჯული ფინანსური სახსრების შესახებ დაფინანსების წყაროს მითითებით და იმ კატეგორიების მიხედვით, რომელიც მითითებულია თანდართულ ცხრილში (ინდიკატორი 8.1 - ეროვნული ფინანსური მატრიცა). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემები არ მოიცავდეს გლობალური ფონდის დაფინანსების ნაწილს.
გთხოვთ, ასევე ზუსტად მიუთითოთ ვალუტის კურსი.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე იქნება გამოყენებული როგორც აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მიღწეული პროგრესის გლობალური ანგარიშში (რომელიც ყოველწლიურად ეგზავნება გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) სამდივნოს), ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი წლების ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად , გთხოვთ დაუკავშირდეთ ქეთევენ გოგინაშვილს.
პატივისცემით,