| From : | Natia Shengelia <n.shengelia@curatio.com> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge> |
| Subject : | ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ინტერვენციების განსაზღვრა |
| Cc : | Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>; Nana Kiria <nana_kiria@yahoo.com>; Nino Lomtadze <nlomtadze@gmail.com>; Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com> |
| Received On : | 28.06.2019 08:49 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქ-ნო მაგდა და ქეთი,
მე გახლავართ სერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარი, ნათია შენგელია, რომელიც NCDC-ის „ ტექნიკური დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის,
შემთხვევების გამოვლენის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“ პროექტის განხორციელებაში ვარ ჩართული.
როგორც კურაციოს აღნიშნული პროექტის მენეჯერმა- ანო ახვლდიანმა სატელეფონო საუბრისას შეგატყობინათ, 26 ივნისის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ ტუბერკულოზის პროგრამის
ინტერვენციების განსაზღვრისათვის შეიქმნება ვიწრო სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის წევრებად დასახელდა: ნანა ქირია-TB Center, ნინო ლომთაძე-TB Center, ია ყამარაული-MoH, ქეთი გოგინაშვილი-MoH, მაგდა ნასყიდაშვილიMoH/SSA და ნათია შენგელია-CIF. ჯგუფის შექმნის მიზანია შევიმუშავოთ
ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ინტერვენციები.
სამუშაოს ფარგლებში საჭიროა ახალი გაიდლაინის და სტრატეგიის შესაბამისად
გადაიხედოს და განისაზღვროს:
წერილში თანდართულია ტუბერკულოზის პროგრამის არსებული ინტერვენციები და ზოგიერთი მათგანის სამიზნე. (იხ. თანდართული ფაილი).
სამუშაოს შესრულების ვადები არის შემჭიდროვებული, რადგან, გაფართოებულ სამუშაო ჯგუფს პროგრამული გათვლები უნდა წარვუდგინოთ აგვისტოს პირველ კვირაში.
მოგმართავთ თხოვნით, რომ ინტერვენციები და მათი დეტალები განვსაზღვროთ და ჯფუფში გავაზიაროთ 08.07- ში. ჯგუფის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს განსახილველად, კარგი
იქნება, თუ შევიკრიბებით, ან ალტერნატიულად, ონლაინ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა, დოკუმენტზე კომენტირება, რომელიც განხორციელდება 08.07-16.07 პერიოდში და 16.07 ში გვექნება საბოლოო ჩამონათვალი, ყველა დეტალით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით, ნათია შენგელია
|
||||||||||||