From : Mariam Jajanidze <mjajanidze@gov.ge>
To : nmezvrishvili@mia.gov.ge; m.peradze@mia.gov.ge; iabuladze@mes.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; nato.macharashvili@mepa.gov.ge; mpetriashvili@mod.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge; l.devidze@smr.gov.ge; lali_devidze@yahoo.com; sshengelia@pog.gov.ge; ialadashvili@moh.gov.ge; glortkipanidze@justice.gov.ge; ksarajishvili@justice.gov.ge; schantadze@hotmail.com; Schantadze@mes.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; khatia.tsilosani@mepa.gov.ge; ngelashvili@mod.gov.ge; ggabitashvili@pog.gov.ge; Levan Erikashvili <lerikashvili@gov.ge>
Subject : ტრეინინგი შშმ პირთა უფლებების შესახებ_16.03
Cc : Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>; Ketevan Mezvrishvili <ketevan.mezvrishvili@undp.org>
Received On : 11.03.2019 09:48
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის აგვისტოს თვეში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. რეკომენდაციის თანახმად, მოქალაქეს ბრაილის შრიფტით შედგენილი განცხადების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაბარების შესაძლებლობა არ მიეცა. აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს შეეზღუდა გამოხატვის და ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართვის უფლება, რომელიც გარანტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა შემდეგი შინაარსის რეკომენდაციით:

ü  უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა;

ü  აღნიშნული სერვისის დანერგვის მიზნით, უზრუნველყოს საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში, ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადების შინაარსის გაგების მიზნით შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე და მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაგეგმა ერთ დღიანი ტრეინინგი „კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისას“. ტრეინინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 16 მარტს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“-ში 10:00-დან 16:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დღის წესრიგი.

16 მარტს დაგეგმილ ტრეინინგში მონაწილეობის მიღების მიზნით, გთხოვთ, თქვენი უწყების შესაბამისი სამსახურიდან წარმოგვიდგინოთ ერთი ან ორი პირის კანდიდატურა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია მიმდინარე წლის 14 მარტის ჩათვლით.

 

პატივისცემით,

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

მარიამ ჯაჯანიძე
მრჩეველი 
ადამიანის უფლებათა სამდივნო
მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: +995 571 260 660
T:  032990900, (23 39)

QR-Code Generator