From : Robo Nadiradze <rnadiradze@gov.ge>
To : TRamishvili@moh.gov.ge; lklimiashvili@moh.gov.ge; tgvaramadze@moh.gov.ge; DKaikatsishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების დოკუმენტი
Cc : Guliko Matcharashvili <gmatcharashvili@gov.ge>
Received On : 14.07.2020 13:08
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის 143 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად აგრძელებს ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესს.

 

არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ასევე, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობითა და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მომზადებულია ადამიანის უფლებათა 20212030 წლების ახალი ეროვნული სტრატეგიის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების დოკუმენტი.

 

გიგზავნით მითითებულ  დოკუმენტს და გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ივლისისა, წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები.

 

აქვე გაცნობებთ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე მიღებული საბოლოო შენიშვნების გათვალისწინებით, გადავალთ ამოცანების შედეგების ინდიკატორების შემუშავების პროცესზე, რომლის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

 

რობო ნადირაძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საკონტაქტო ინფორმაცია: 591 185 175; rnadiradze@gov.ge;

 

გულიკო მაჭარაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, საკონტაქტო ინფორმაცია: 558 772 710; gmatcharashvili@gov.ge ;

 

პატივისცემით,

 

 

 

photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

რობო ნადირაძე
სამთავრობო ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტი
მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: 591185175
T:  032990900,

QR-Code Generator