From : Hrs <hrs@gov.ge>
To : Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>; Guliko Matcharashvili <gmatcharashvili@gov.ge>
Subject : სტრატეგიის ამოცანის შედეგების ინდიკატორების შემუშავების შესახებ
Cc : Robo Nadiradze <rnadiradze@gov.ge>
Received On : 04.08.2020 17:47
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის 143 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად აგრძელებს ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესს.

 

არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ასევე, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მომზადებულია ადამიანის უფლებათა 20212030 წლების ახალი ეროვნული სტრატეგიის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების დოკუმენტი.

 

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო იწყებს მუშაობას სტრატეგიის ამოცანის შედეგების ინდიკატორების შემუშავებისა და სტრატეგიის თითოეული პრიორიტეტის, მიზნისა და ამოცანის რაციონალის (საჭიროების დასაბუთება) მომზადების მიზნით.

 

აქედან გამომდინარე, დანართების სახით გიგზავნით სტრატეგიის ამოცანების შედეგების ინდიკატორების შემუშავებისთვის მომზადებულ შესავსებ ფორმას, ამოცანის შედეგების ინდიკატორების შემუშავების ინსტრუქციასა და სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების რაციონალის შესავსებ ფორმას და გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 აგვისტოსი, წარმოგვიდგინოთ შესაბამისი ინფორმაცია.

 

დანართი#1: სტრატეგიის ამოცანების შედეგების ინდიკატორების შემუშავების შესავსები ფორმა.

·         შესავსები ფორმა (შაბლონი) მომზადებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილების საფუძველზე. შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში შეავსოს თითოეული ამოცანის ქვეშ შედეგების ინდიკატორები, წარმოადგინოს თითოეული ინდიკატორის დადასტურების წყარო (source of verification) და მოკლედ აღწეროს ის რისკ-ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს აღნიშნული შედეგის დადგომას. ამასთან, რეკომენდებულია თითოეულ ამოცანაზე მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი ინდიკატორის შემუშავება;

 

დანართი #2: ამოცანის შედეგების ინდიკატორების შემუშავების ინსტრუქცია.

·         წარმოდგენილი ინსტრუქცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად და მოიცავს როგორც ინდიკატორების შემუშავების თეორიულ ნაწილს, ისე კონკრეტულ მაგალითებს პრაქტიკიდან;

 

დანართი #3: სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების რაციონალის შესავსები ფორმა.

·         აღნიშნულ ფორმაში წარმოდგენილია თითოეული პრიორტიტეტი, მიზანი და ამოცანა. სახელმწიფო უწყებებმა, კომპეტენციის ფარგლებში, თითოეული პრიორიტეტის, მიზნისა და ამოცანის ქვეშ, უნდა წარმოადგინონ შინაარსობრივი დასაბუთება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კონკრეტული პრიორიტეტის, მიზნისა თუ ამოცანის სტრატეგიაში ასახვა. რა მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს ასახვის საჭიროება და როგორ გააუმჯობესებს მდგომარეობას შესაბამისი მიმართულებით კონკრეტული პრიორიტეტის, მიზნისა და ამოცანის შესრულება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში.

 

აქვე გაცნობებთ, რომ სახელმწიფო უწყებებიდან ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგიის ამოცანების შედეგების ინდიკატორების შემუშავების შემდეგ, სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება გადავა დასკვნით ფაზაში და დაინტერესებული მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ მთლიანი სტრატეგიის დოკუმენტის პირველად ვერსიას, რომელიც მათ შორის მოიცავს სტრატეგიის ნარატიულ ნაწილს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

 

რობო ნადირაძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საკონტაქტო ინფორმაცია: 591 185 175; rnadiradze@gov.ge;

 

გულიკო მაჭარაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, საკონტაქტო ინფორმაცია: 558 772 710; gmatcharashvili@gov.ge ;

 

პატივისცემით,

 

 

photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია\Administration of the Government of Georgia
 
ადამიანის უფლებათა სამდივნო\Human Rights Secretariat

ინგოროყვას . 7, თბილისი 0114


T:  032990900,