From : k.sikhashvili <k.sikhashvili@jamc.ge>
To : kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : სოციალური მუშაკი
Cc : chkhaidze@jamc.ge; gela <gvadachkoria@jamc.ge>
Received On : 07.10.2020 08:23
Attachments :

გამარჯობა,

 

ა.წ. სექტემბრის თვის ბოლოს პორტალზე გამოჩნდა შემდეგი შეტყობინება: სტაციონარული დაწესებულე­ბე­ბის საყურადღებოდ! სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავადმყო­ფოებს 2021 წლიდან უნდა ჰყავდეთ სოციალური მუშაკი. განათლების სამინისტრო ოქტომბრის თვეში დაიწყებს სოციალური მუშაკების მომზადების სერტიფიცირებულ ტრეინინგებს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ გადასამზადებელი თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა : kgoginashvili@moh.gov.ge).

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე ჩვენი იურიდიული სამსახური გაეცნო სოციალური მუშაობის შესახებ საქართველო კანონს, ასევე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწე­სებუ­ლების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართვე­ლოს მთავრობის 385-ე დადგენილებას, თუმცა საავადმყოფოებისათვის სოც. მუშაკის ყოლის ვალდე­ბულების შესახებ ვერ ამოვიკითხეთ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვერ მოვახერხებ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და ამასთან, შეტყობინებაში თქვენი ელ. ფოსტის მისამართი იყო მითითებული, გთხოვთ გაგვიწიოთ დახმარება და მიგვითითოთ რომელი ნორმატიული აქტი/აქტები აწესრიგებს ამ საკითხს და თუ ეს უნდა ამოვიკითხოთ სოციალური მუშაობის შესახებ კანონში, რომელი მუხლებითა და პუნქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

 

 

 

 

 

პატივისცემით,

ქეთი  სიხაშვილი

 

კლინიკური მენეჯერი

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 35

ტელ: 032 222 211

მობ:  571 11 34 43