| From : | Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Tamar Rurua <trurua@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Koba Selimashvili <KSelimashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | სოფლის განვითარების სტრატეგია (2018-2020 წლების) |
| Cc : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.01.2019 09:41 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საშუალოვადიან სამოქმედო გეგმაში (2018-2021წლების) შეტანილ იქნა ცვლილებები და განუყოფელ ნაწილად ჩაითვალა საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის მონაცემებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას მიკუთვნებული აქტივობების: „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“, „სოფლის ექიმის“, „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის), „ეკომიგრანტთა მიგრაციის მართვისა“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნის“ პროგრამების ინდიკატორები და ბიუჯეტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის (2018-2021 წლების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის N01-156/ო ბრძანების დანართები N3.1 და N3.2 დაკორექტირდა და გათვალისწინებულ იქნა სოფლის განვითარების სტრატეგიის აქტივობები, ინდიკატორები და ბიუჯეტები.
გიგზავნით აღნიშნულ კორექტირებულ დანართებს. გთხოვთ, განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და თქვენი თანხმობის შემთხვევაში ჩვენს მიერ გაგზავნილ იქნება კორექტირებული დანართები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
პატივისცემით,
დაჯი