| From : | Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge> |
| To : | |
| Subject : | საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტრენინგების პროგრამის მეორე ფაზა |
| Cc : | Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Nana Tsiklauri <nana.tsiklauri@undp.org>; Nino Ghonghadze <nino.ghonghadze@undp.org>; natalia.baratashvili@undp.org |
| Received On : | 25.04.2019 12:33 |
| Attachments : |
მოგესალმებით, კოლეგებო,
როგორც გახსოვთ, საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტრენინგების ციკლის დაწყებამდე, გვქონდა ასეთი შეთანხმება, რომ „ყველაზე წარმატებულ მონაწილეებს ექნებათ პრივილეგია, რომ შიდაუწყებრივად ჩაატარონ
იგივე ტიპის ტრენინგი (შემჭიდროვებულ ფორმატში), რაშიც საორგანიზაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში“. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროგრამის მეორე ფაზას, რაც გულისხმობს განახლებული სატრენინგო მოდულის საფუძველზე, საჯარო
მოხელეების გადამზადებას პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების საკითხებში“. აღსანიშნავია, რომ აქტივობა საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენ, გამოცდის, საბოლოო ნაშრომისა და ტრენერის შეფასების საფუძველზე, დასახელებული ხართ
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მონაწილედ, რაც გაძლევთ საშუალებას ჩართული იყოთ პროგრამის მეორე ფაზაში:
მეორე ფაზის ფარგლებში:
პროცესში ტექნიკურ და საორგანიზაციო მხარდაჭერას გაგვიწევს გაეროს განვითარების პროგრამა
(UNDP) საქართველოში.
პირველ რიგში, ამ ეტაპზე გვაინტერესებს თქვენი პოზიცია. კერძოდ,
თუ გაქვთ სურვილი, რომ ჩაერთოთ პროგრამის მეორე ფაზაში. გთხოვთ, თქვენი პოზიცია მოგვწეროთ,
პარასკევს, 3 მაისამდე.
დაინტერესებული მონაწილეებისთვის გაიმართება შეხვედრა, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება მოწოდებული შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
|
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T:
+995
322 2990900, 2014 |
|