From : hr <HR@moh.gov.ge>
To : All MOH Users <everymoh@moh.gov.ge>
Subject : საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით II შეხვედრა. თემა - „კომუნიკაცია საჯარო სამსახურში“
Received On : 10.02.2020 13:41
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათსაჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, შეიქმნა საჯარო მოხელეთა ფორუმი. ამ მიზნითერთი წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, ჩატარდება თემატური შეხვედრები წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე.

 

საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით II შეხვედრა თემაზე - „კომუნიკაცია საჯარო სამსახურში“ ჩატარდება მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდექართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ.7).

 

შეხვედრაზე დასასწრებად ვიწვევთ მოხელეებს, რომლებმაც წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ქვევით მოცემულ ბმულზე.

 

სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 7 თებერვალს 15:00 საათიდან. სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად დაიხურება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება პირველი 70 საჯარო მოხელე.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს +995 32 2 19 27 27 (119, 118)

 

მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

სარეგისტრაციო ბმული

 

ღონისძიება ტარდება  საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით



 

საუკეთესო სურვილებით,

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO