From : PAR Council Secretariat <parcouncil@gov.ge>
To : PAR Council Secretariat <parcouncil@gov.ge>
Subject : საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წწ სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
Cc : Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Ketevan Tsanava <ktsanava@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
Received On : 19.06.2019 14:46
Attachments :

მოგესალმებით,

 

მოგახსენებთ, რომ  საქართველოს მთავრობის №274 დადგენილებით მიმდინარე წლის 10 ივნისს დამტკიცდა საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

 

დოკუმენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შემუშავდა და მის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტებმა.

 

სამოქმედო გეგმა 70-ზე მეტ ღონისძიებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს 6 ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის თითოეული ამოცანის შედეგის გაზომვის მიზნით, შემუშავდა შედეგის ინდიკატორები კონკრეტული რაოდენობრივი ან ხარისხობრივი საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლების მითითებით, რაც პროგრესის სწორად შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს.  

 

თანდართული დოკუმენტების სახით იხილეთ:

-         სამოქმედო გეგმა;

-         სამოქმედო გეგმის აღწერილობითი ნაწილი;

-         სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის!

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამდივნო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

T:  032990900, (2393), (2081)
M: +995 593 35 45 10

QR-Code Generator