მოგესალმებით,
გიგზავნით დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად არის განხილული თითოეული უწყებიდან მოწოდებული შენიშვნები, კომენტარები თუ რეკომენდაციები. აქ შეგიძლიათ ნახოთ თითოეული უწყების მიერ წარმოჭრილი რომელი საკითხი იქნა გათვალისწინებული ექსპერტების მიერ და რა ფორმით. ხვალინდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ მსჯელობა და პოზიციების შეჯერება იქნება.
ამასთან, გეტყვით რომ ახალგაზრდობის სააგენტო მზაობას გამოთქვამს საჭიროებისამებრ ორგანიზება გაუწიოს და გამართოს უწყებებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც. გამომდინარე იქიდან რომ ვმუშაობთ სამთავრობო სტრატეგიაზე, ჩვენთვის თითოეული უწყების პოზიციების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება პარასკევს, 18 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე ონლაინ ფორმატში, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით. შეხვედრა გაიმართება 2 სესიად, ხოლო თითოეული სესია გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში.
ვისაც არ დაგიდასტურებიათ, გთხოვთ აქ ან WhatApp-ის ჯგუფში დამიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ აღნიშნული ელ-ფოსტის მისამართზე ან შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 45 17 41
პატივისცემით,
ანი ჩუბინიძე
--
ანი ჩუბინიძე
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ
ტელ: (+995) 599 45 17 41