პატივცემული კოლეგებო,
გიგზავნით სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიდან/შენიშვნებიდან გამომდინარე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტში ასახულ ცვლილებებს.
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს და
27 მარტამდე გვაცნობოთ, სწორად არის თუ არა შეტანილი ის ცვლილებები, რომლებზეც შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად შევთანხმდით, რომ უნდა ასახულიყო სამოქმედო გეგმის პროექტში.
პატივისცემით,
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის 24ა, საფოსტო ინდექსი, 0114