| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი_12 თებერვალი_15:00 |
| Cc : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Sophiko Chelidze <schelidze@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Tatia Tsereteli <tatsereteli@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.02.2020 14:41 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 თებერვალს, 15:00 საათზე სამინისტროში დაგეგმილია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის და ინტეგრაციის ოფისის 8-10 კაციანი დელეგაციის ვიზიტი. დელეგაციის ხელმძღვანელია პრეფექტი ბატონი დიდიე ლეში (დელეგაციის სრულ შემადგენლობას მიღებისთანავე გაგიზიარებთ).
ვიზიტის მიზანია, საფრანგეთში, ჯანდაცვის მიზეზებით გამოწვეული თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ჯანდაცვის სერვისების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და სამედიცნო დაწესებულებების მონახულება.
საფრანგეთის საელჩოს მიერ მოთხოვნილია შეხვედრა ქ-ნ თამარ გაბუნიასთან და ქ-ნ თეა ახვლედიანთან, შრომით მიგრაციასთან და ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
დელეგაციის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტრომ ასევე უზრუნველყო სამედიცინო და სპეციალური მოვლის დაწესებულებებში ვიზიტების ორგანიზება:
· ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი (დიალიზი, ტრანსპლანტაცია, ფსიქიატრია)
· ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (ონკოლოგია, ჰეპატოლოგია)
· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა (პედიატრია, დიაბეტი)
· ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრი
· ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია
· მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომასხურების მომწოდებელი ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“
· შშმ ბავშვთა დღის ცენტრის (მათ შორის, მძიმე და ღრმა შშმ სტატუსის მქონე) ადრეულ განვითარების მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“
შეხვედრის სამუშაო ენაა - ქართულ-ფრანგული.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი