From : Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : სასწრაფოა
Received On : 14.03.2019 13:28

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში 2013 წლიდან გატარებული ძირეული რეფორმები  მნიშვნელოვნად აისახა სისტემის ეფექტიანობასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. გაზრდილი წვდომა სამედიცინო სერვისებზე, შემცირებული ჯიბიდან გადახდილი თანხებისერვისების  გაზრდილი უტილიზაცია, მოსახლეობის კმაყოფილება  და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი  წინსვლა  მეტყველებს განხორციელებული რეფორმების  წარმატებზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც 2013 წლიდან ხელმისაწვდომი გახადა ისეთი სამედიცინო მომსახურებები, რომელთა მიღებაც წარსულში ფინანსური ბარიერების გამო მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ იყო შესაძლებელი. თითოეული ლარი, რომელიც იხარჯება ამ პროგრამის ფარგლებში არის მიმართული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

რამდენადაც სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია, ჯანდაცვის სექტორი აქტიურად ვითარდება. ამას ადასტურებს ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის მუდმივი ზრდა. შესაბამისად საჭიროა მისი ფინანსური ხელშეწყობაც. შედარებისთვის 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი თუ 350 მილიონი ლარი იყო, უკვე 2019 წელს ჯანდაცვისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტია განსაზღვრული. წლების განმავლობაში მზარდი ბიუჯეტით ჩვენ შევძელით სამედიცინო მომსახურება არამხოლოდ ფინანსურად, არამედ გეოგრაფიულადაც უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებაა, რომ დღეს ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  სახელმწიფო თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ამით ვითარდება ჯანდაცვის სფერო,  ეს არის ის პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფოს მხრიდან  დღეს ყველა ადამიანის ჯანმრთელობა არის დაცული.

ჯერ კიდევ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტიან მოქმედებას. სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც სწორედ მათი  მართვისა და დაძლევისკენ იქნება მიმართული.

 

 

 

 

 

 

 

 

პატივისცემით |  Respectfully

ნინო ტალახაძე | Nino Talakhadze

 

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი | Media and Public Relations Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia 

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

 

მობ: |     Cell: +995 (595) 053605

ელ. ფოსტა:| E-mail: ntalakhadze@moh.gov.ge

                                            talakhadzenin@gmail.ge