სამუშაო ჯგუფის შემდგომი ჩართულობის შესახებ:
პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ დღევანდელ
(23.06.2020)
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობისათვის და
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადების განხილვაში აქტიური ჩართვისთვის სამუშაო ჯგუფის მონაწილე თითოეული
უწყების წარმომადგენლის მხრიდან.
როგორც შეხვედრის დასრულებისას შევთანხმდით, გთხოვთ, რომ თქვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში,
მოგვაწოდოთ პოზიციები/უწყების
მოსაზრებები წერილობითი ფორმით სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის მიმართ გაცემული ზემოთ აღნიშნული წინადადებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის თაობაზე
მიმდინარე თვის ბოლომდე.
დაველოდებით თქვენს გამოხმაურებას ივნისის ბოლოსთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ნინო ჯანიაშვილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
საქართველოს პარლამენტი
მობ: (+995) 598 886 884
ელ.ფოსტა:
njaniashvili@parliament.ge