| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ilia Tsintsadze <itsintsadze@moh.gov.ge>; Ana Gogberashvili <agogberashvili@moh.gov.ge>; Shalva Melkadze <shmelkadze@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Levan Abashidze <labashidze@moh.gov.ge> |
| Subject : | სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ფსიქიატრიული კლინიკების მშენებლობის პროექტზე_10 აგვისტო, 15:00 |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.08.2020 12:48 |
| Attachments : |
პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 8 მაისის №01-192/ო ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი”.
საკოორდინაციო ჯგუფის სხდომის გამართვამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უწყების შიგნით კიდევ ერთხელ განვიხილოთ „შეთანხმების პროექტი საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების მხარდაჭერის პროექტის განხორციელების თაობაზე“, რათა მკაფიოდ განისაზღვროს/გაიწეროს ჩართული უწყებების ვალდებულებები და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალები.
აღნიშნული მიზნით სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა ორშაბათს, 10 აგვისტოს 15:00 საათზე სამინისტროს დიდ დარბაზში.
გთხოვთ თქვენს დასწრებას.
დანართის სახით გიგზავნით შეთანხმების პროექტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, შესაბამის დანართებთან ერთად.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0803)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge