| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | საინფორმაციო სესია კოვიდ19-ის თაობაზე. |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 01.06.2020 09:53 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 28 მაისს გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მორიგი საინფორმაციო სესია კოვიდ19-ის თაობაზე.
შეხვედრა, წესისამებრ, გაიხსნა WHO-ს გენერალური დირექტორის ტედროს გებრეიეუსის სიტყვით, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აგრძელებს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას ტექნიკური რეკომენდაციების მომზადების თვალსაზრისით და უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში WHO-ს მიერ შემუშავდა: კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის სახელმძღვანელო, სამოქმედო გეგმის სახელმძღვანელო პრინციპები, მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო დოკუმენტი, სამეცნიერო კვლევა მოწევასა და კოვიდ19-ზე, ოქმი ასაკობრივად დაყოფილი სეროეპიდემიოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, სამედიცინო პერსონალში კოვიდ19-ის გავრცელების რისკ-ფაქტორების შეფასების ოქმი.
გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა წევრი ქვეყნების მიერ ზემოხსენებული ტექნიკური დოკუმენტების გამოყენებასა და მათ ეროვნულ კონტექსტში ადაპტირებას WHO-ს რეგიონულ/ქვეყნის ოფისებთან კოორდინაციით.
გარდა ამისა, ისაუბრა WHO-ს ფონდის მნიშვნელობაზე, რომლის დაარსების თაობაზეც ოფიციალურად მ.წ. 27 მაისს გამოცხადდა. ფონდი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით და ფინანსურ დახმარებას არა მხოლოდ წევრი
ქვეყნებისგან, ასევე კერძო სექტორიდანაც მიიღებს (ფონდთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოიგზავნა მისიის მ.წ. 23 იანვარის წერილით № 2954-49. დამატებითი ინფორმაცია იხ. დანართი). მან აღნიშნა, რომ ფონდის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოვიდ19-ის სოლიდარობის
ფონდმა, რომელმაც უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში 214 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შეძლო. ხაზი გაუსვა, რომ ორივე ფონდის რესურსი გამოყენებულ იქნება ლაბორატორიების დანადგარების, დამცავი პერსონალური აღჭურვილობის შესაძენად და ვაქცინის განვითარებისა და კვლევის
დასაფინანსებლად.
შეხვედრაზე მონღოლეთის, ნეპალის, ბაჰრეინის, უნგრეთისა და ბარბადოსის ჯანდაცვის მინისტრებმა წარმოადგენეს პრეზენტაციები კოვიდ19-თან ბრძოლის კუთხით მიღებულ გამოცდილებაზე.
მეილს თან ერთვის პრეზენტაციები და დამატებითი ინფორმაცია WHO ფონდის შესახებ.
სს,