| From : | Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Eka Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | სათემო ფსიქიატრიული სერვისების ეფექტურობის კვლევა |
| Received On : | 09.09.2020 04:47 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების კოორდინირებით 2020 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში ჩატარდა ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარგარეთა სერვისების, კერძოდ, სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიებისა და მობილური გუნდების ეფექტურობის კვლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხარისხისა და უფლებების ინსტრუმენტების ნაკრებითა (WHO QualityRights Tool Kit) და სათემო სერვისების მონიტორინგის ინსტრუმენტებით.
კვლევის შედეგების წარდგენა დაგეგმილია ა/წ 24 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის პერიოდში.
ვინაიდან თქვენი დასწრება უაღრესად მნიშვნელოვანია, გთხოვთ შეგვატყობინოთ, რომელი თარიღი და დრო იქნება თქვენთვის მისაღები.
პატივისცემით,
ეკა ჭყონია