From : Ano Akhvlediani <a.akhvlediani@curatio.com>
To : levaniratiani@yahoo.com; ketimachavariani57@gmail.com; evashakidze@yahoo.com; vardidzenino@gmail.com; natakhachidze23@gmail.com
Subject : საერთაშორისო ფონდი კურაციო/კლინიკური აუდიტი/აჭარა
Cc : Tamar Gotsadze <tgotsadze@gmail.com>; Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 01.10.2020 11:29
Attachments :

მოგესალმებით,

 

მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 23 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP)-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს კლინიკური მართვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვას  სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. შემთხვევების კლინიკური მართვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დანერგვა  მოხდება COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების კლინიკური აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების, მათთან მუდმივი კონსულტაციების,  შემთხვევების კლინიკური მართვის არსებული პრაქტიკის შეფასების და მის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით. მიმდინარე პროექტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს საერთაშორისო ფონდი კურაციო.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Covid19-ით ინფიცირებული მიმდინარე შემთხვევების კლინიკური აუდიტის პირველი მისია დაიგეგმა აჭარის რეგიონში. კლინიკური აუდიტი ჩატარდება შერჩეულ დაწესებულებებში ორი ჯგუფის მიერ. თითოეულ ჯგუფს ეყოლება ჯგუფის ხელმძღვანელი. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროს მიერ  ჯგუფის წევრებად თქვენ ბრძანდებით შერჩეული.

წერილთან ერთად გიზიარებთ ტექნიკურ დავალებას და გთხოვთ  საღამოს (7 საათის შემდეგ) ჩავატაროთ ონლაინ შეხვედრა, სადაც დეტალურად გავივლით საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ მომზადებულ კლინიკური აუდიტის ჩატარების სახელმძღვანელოს/მეთოდოლოგიას,  დაწესებულებებს, სადაც უნდა ჩატარდეს კლინიკური აუდიტი, პაციენტების შერჩევას, აუდიტის ჩატარების ინსტრუმენტს, ანგარიშგების ფორმებს.

ასევე, როგორც ქ-მა ქეთევან გოგინაშვილმა გაცნობათ, იმისათვის რომ დროულდ მოხდეს კონტრაქტის გაფორმება თქვენგან დამჭირდება შემდეგი ინფორმაცია :

  1. თქვენი პირადი ბარათის ასლი (ორივე მხარე)
  2. საბანკო რეკვიზიტები
  3. საცხოვრებელი მისამართი
  4.  

გთხოვთ დამიდასტუროთ წერილის მიღება!

პატივისცემით,

ანო ახვლედიანი

 

Ano Akhvlediani
Project Coordinator,

Curatio International Foundation

3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia
+995 032 2 25 31 04   |   a.akhvlediani@curatio.com
www.curatiofoundation.org   |   www.healthsystemsglobal.org

         

           

Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation.
The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020.