| From : | Tamar Robakidze <trobakidze@gov.ge> |
| To : | kgoginashvili@moh.gov.ge; rusudan.kokhodze@undp.org; mariam.tutberidze@undp.org |
| Subject : | პროტოკოლების სამუშაო ჯგუფის შესახებ |
| Cc : | Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge> |
| Received On : | 03.04.2020 11:14 |
მოგესალმებით მეგობრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ მუშაობა შშმ პაციენტებთან მოპყრობისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოქმედების პროტოკოლებზე, რისთვისაც დიდი მადლობა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), რომელიც მხარს გვიჭერს აღნიშნულ პროცესებში. ისინი ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას უზრუნველყონ ექსპერტის ჩართვა სამუშაო პროცესებში.
ქალბატონო ქეთი, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, რამდენად ხედავთ ექსპერტის ჩართვის საჭიროებას და ვინ შეიძლება ჩავრთოთ ექსპერტის სახით.
ადამიანის უფლებათა სამდივნოს აქტიური კომუნიკაცია გვაქვს თემთან და ვფიქრობთ, რომ პროტოკოლის შემუშავებისას მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართულობა. ჩვენს როლსაც ამ პროცესში სწორედ თემთან კომუნიკაციაში ვხედავთ.
როგორც კი ექსპერტისა და პროცესში ჩართული პირების საკითხს მოვაგვარებთ, ვფიქრობ შესაძლებელი იქნება დოკუმენტზე მუშაობის დაწყება.
ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
თამარ რობაქიძე