From : SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge>
To : SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge>
Subject : ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიშის პირველადი ვერსია / VNR 2020 - Georgia - Report_Draft
Cc : Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>; Natia Tsikaradze <ntsikaradze@gov.ge>
Received On : 27.05.2020 13:23
Attachments :

 

მოგესალმებით,

 

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს, საქართველო წარადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ქვეყნის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) რიგით მეორე ანგარიშს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLFP).

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს  ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშის მომზადების პროცესი, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისი საბჭოს სამდივნო.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ახალხან დასრულდა მუშაობა ანგარიშის პირველად ვერსიაზე, რომელშიც ჩართული იყო სამი დამოუკიდებელი ექსპერტი და შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლები.

 

ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა წარიმართა სამთავრობო პროგრამისა და მისი რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად სამი პრიორიტეტული მიმართულებით - ეკონომიკური განვითარება; ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა; დემოკრატიული მმართველობა. ანგარიში დაფუძნებულია მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ამოცანებისა და ინდიკატორების მიმართულებით არსებულ პროგრესზე 2015-წლიდან 2019 წლის ჩათვლით. უკეთესი ანალიზისთვის დოკუმენტში წარმოდგენილი რაოდენობრივი მონაცემები შევსებულია ინტერვიუების, ეროვნული და სექტორული სტრატეგიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაციით. ანგარიშში დამატებით ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის ძირითად მიღწევებზე, საუკეთესო გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და იმ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. 

 

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა, როგორც სამთავრობო სექტორიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებიდან, ბიზნესის სექტორიდან და აკადემიური სფეროდან. მდგარდი განვითარების მიზნების სამდივნო გეგმავდა არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს გამოყენებას და თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრების გამართვას, სადაც დეტალურად იქნებოდა განხილული აღნიშნული ანგარიში და მასთან დაკავშირებული საკითხები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ეხება ქვეყანაში COVID19-ის გავრცელებას, სამდივნოს მიერ დაგეგმილი დღის წესრიგი შეიცვალა და ანგარიშს გიზიარებთ სამუშაო თემატური ჯგუფების თითოეულ წევრთან ელექტრონული საშუალებით. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდზე (sdg.gov.ge).

 

თანდართული დოკუმენტის სახით, გიგზავნით ანგარიშის პირველად ვერსიას და ასევე მის სტატისტიკურ დანართს და გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგინოთ კომენტარები/შენიშვნები და რეკომენდაციები არაუგვიანეს 3 ივნისის. თქვენს მიერ მოწოდებული კომენტარები შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და ასახული ანგარიშის საბოლოო ვერსიაში.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

 

 

_____________________________________________

 

 

 

Dear Colleagues,

 

As you are aware, this year, Georgia submits the second report of Voluntary National Review (VNR) on the implementation of the UN Sustainable Development Goals at High Level Political Forum (HLPF).

 

At this stage, the VNR preparation process in underway which is being coordinated by the Secretariat of the Interagency Council for Sustainable Development Goals.

 

In this regard, we would like to inform you that work on the first draft of the report has recently been completed.

 

The VNR has been developed in line with the Government Programme and its reform agenda and describes the progress towards implementation of all SDGs with an in-depth review of three priority areas - economic development; Human capital development and social welfare; Democratic governance. The report is based on the progress of the targets and indicators presented in the National Document on Sustainable Development Goals and covers the period from 2015 to 2019. For developing better analysis, qualitative methods have been used to fill the gaps and to provide full picture of the progress. The VNR also draws information on national and sectoral strategies, international and local reports as well as policy analysis. The report highlights main achievements, challenges, some of the best-practices and identifies areas where further work is needed.

As you are aware, active involvement of all the stakeholders, from the governmental sector, as well as from the civil society, the business sector and the academia is important in this process. The Secretariat for Sustainable Development Goals had planned to use the existing institutional setting and hold meetings within the framework of thematic working groups, where the report and related issues would be discussed in detail. However, due to the situation related to the spread of COVID-19 in the country, the agenda planned by the Secretariat has changed and we will share the report with each member of the thematic working groups electronically. It has been made also available on the special SDGs website (sdg.gov.ge) to encourage public debate and opinion.

 

Enclosed, you will find the first draft of the report as well as its statistical Annex and please, within your competence, submit comments / remarks and recommendations no later than 3rd of June, 2020. The comments provided by you will be considered and reflected in the final draft of the report.

 

 

Thank you for your cooperation.

 

Sincerely,

 

 

 

photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო

SDGs Council Secretariat
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

Administration of the Government of Georgia

7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia

M: +995 577209969
T: 032990900, 2004

QR-Code Generator