From : Irina Norakidze <norakidze.irina@gmail.com>
To : kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : მოწვევა
Received On : 15.04.2019 08:48


ქალბატონო ქეთევან, მოგესალმებით!

 

ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგახსენოთ კომპანია „ბიო-მედის“ შესახებ.

ჩვენი კომპანია არის კომპანია „ბიო-რადი“-ს (აშშ/საფრანგეთი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ასევე წარმოვადგენთ კომპანია PHCBI (იგივე Panasonic), იტალიური კომპანია CPM-ს, ჩეხური კომპანია ERBA-ს, სლოვენიური კომპანია DOMEL-ის და ფრანგული კომპანია BIOSYNEX-ის  ინტერესებს საქართველოში.

კომპანია  ათი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და თანამშრომლობს ყველა წამყვან კლინიკასთან და ლაბორატორიასთან.

კომპანიის  საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

·         კლინიკური დიაგნოსტიკა (ბაქტერიოლოგია/მიკოლოგია, იმუნოლოგია, სეროლოგია,  გარე და შიდა საკონტროლო მასალები ლაბორატორიებისთვის,  სწრაფი ტესტები, კოაგულაცია)

·         ლაბორატორიული აღჭურვილობა

·         საკვები პროდუქტების ხარისხი

·         სასწავლო-სამეცნიერო ხაზი

ბაქტერიოლოგია/მიკოლოგია  არის კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.  ჩვენი მიზანია მივიღოთ მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2017-2020 წლების  ეროვნული სტრატეგიის  ეფექტურ  განხორციელებას.

 

ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულების ხელშეწყობის მიზნით კომპანია ბიომედი 2019 წლის 17 აპრილს აწყობს სემინარს თემაზე:

,ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა .

სემინარზე მოწვეული არიან საქართველოს წამყვანი კლინიკების და ლაბორატორიების წარმომადგენლები.

მოხსენებას გააკეთებენ :

თამარ დიდბარიძე - თსსუ მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

ინგა გვასალია -   თსსუ #1 საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი.

თინათინ გაბრიჩიძე- ექიმი-ეპიდემიოლოგისაქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის  დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი;

ნანა ღლონტი - კომპანია „ბიო-მედის“ პროდუქციის მენეჯერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

 

ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ თქვენ გამონახავთ დროს, რათა დაესწროთ სემინარს.

·        ჩატარების თარიღი: 2019 წლის 17 აპრილი

·        ჩატარების საათები: 13:00-დან 18:00 საათამდე (ლანჩის გათვალისწინებით).

·         ლოკაცია: „ტერმინალი“, ირ. აბაშიძის ქუჩა #34

 

პატივისცემით,

კომპანიის სტრატეგიული 

განვითარების დირექტორი

ირინა ნორაკიძე