From : Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
To : kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : მონაცემები - კოვიდი
Received On : 02.06.2020 15:39

1.      ვირუსის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ 22 მაისისთვის მსოფლიოს 213 ქვეყანაში ინფიცირებული იყო 5 560 000 -ზე მეტი ადამიანი, დაფიქსირებული კი 350 000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა და 2 400 000-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ს ახასიათებს გადაცემის მაღალი სიხშირე, გამოვლენილ შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა სიმძიმის მიხედვით საკმაოდ განსხავებულია - უსიმპტომოდან ფატალურ შედეგამდე.

 

2.      საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების მომენტიდან მიმდინარეობს ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებლისა და სხვა ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მუდმივი კონტროლი. სულ, ჯამში, 30.01.2020-დან 22.05.2020-მდე დადასტურებულია 723 შემთხვევა, აქედან აქტიური შემთხვევა - 215, გამოჯანმრთელდა -  495, გარდაიცვალა - 12, ლეტალობის მაჩვენებელი - 1.66%, პჯრ/RT-PCR-ით გამოკვლეულია 47 569 შესაძლო შემთხვევის პირველადი ნიმუში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი საქართველოში 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.[1]

 

 

ქეთი ეს სტატიტიკა მინდა ხვალ დილანდელი მონაცემებით.

 

 



[1] საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანალიზი https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=4c07b687-7268-4ae8-9978-821e5e5ac4b6