| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მინისტრის სასაუბრო |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.02.2020 09:45 |
| Attachments : |
მაიკო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით!
როგორც უკვე გესაუბრეთ, 24-25 თებერვალს, ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 43-ე
სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი, ვიზიტით მიემგზავრება ჟენევაში.
გაცნობებთ, რომ ჩაინიშნა შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)
გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან.
იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი მხრიდან გამოითქვა სურვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოვიწვიოთ საქართველოში, მიზანშეწონილია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთდეს ოფიციალური მოწვევის
წერილი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრის დროს უშუალოდ გადასცემს გენერალურ დირექტორს.
გარდა ამისა, გთხოვთ მოგვაწოდოთ საგარეო საქმეთა მინისტრისათვის სასაუბრო, 20 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე, სადაც შეტანილი იქნება საქართველოს მიერ გატარებული პრევენციის ზომები კორონა ვირუსთან
მიმართებაში.
მადლობა წინასწარ!
საუკეთესო სურვილებით,
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street