From : Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
To :
Subject : მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების ყოველწლიური გეგმა - 2020
Cc : Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Nino Tsutskiridze <ntsutskiridze@gov.ge>; Ana Pochkhua <apochkhua@gov.ge>
Received On : 02.07.2020 16:40
Attachments :

მოგესალმებით,

 

როგორც იცით, მთავრობის ადმინისტრაციამ წლის დასაწყისში დაიწყო 2020 წლის მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების ყოველწლიურ გეგმაზე მუშაობა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო აღნიშნული პროცესი შეფერხდა. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეულ თქვენგანთან გვქონდა კომუნიკაცია თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად.

 

გვსურს, პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გავიაროთ თქვენთან კონსულტაციები თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომ შევაჯეროთ გეგმის საბოლოო ვერსია. შესაბამისად, დანართის სახით გიგზავნით შემოთავაზებული დოკუმენტების სრულ სიას სადაც ასევე მითითებულია ჩვენი რეკომენდაციები. გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, გადახედოთ სიას, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები და გვაცნობოთ შესაძლო ცვლილებების შესახებ (მაგალითად, პანდემიის გამო ხომ არ გადაიდო დოკუმენტის შემუშავება, ან ჩასწორდა დასახელება, ან მიზანშეწონილი გახდა ახალი დოკუმენტის შემუშავება, ასევე განაახლოთ თარიღები) 10 ივლისის ჩათვლით. ასევე გთხოვთ გაეცნოთ თქვენსავე ან მომიჯნავე სექტორში დაგეგმილი/შემუშავების ეტაპზე მყოფ დოკუმენტებსაც, რომ იყოს მეტი კოორდინაცია.

 

აგრეთვე, მზად ვართ, კიდევ ერთხელ დეტალურად გავიაროთ კონსულტაციები თითოეულ თქვენგანთან.

 

პატივისცემით,

გიორგი

 

GOV.GE

    

Giorgi Bobghiashvili
Head of Policy Planning Unit

Policy Planning and Coordination Department

Administration of the Government of Georgia
7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia

M:  +995 598423100

T: +995 322 2990900, 2014

chart (2)