From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: მედიამონიტორინგი-15.04.2019
Received On : 16.04.2019 12:53
Attachments :

 

 

From: Press Of MOLHSA
Sent: 15 April, 2019 12:46
To: David Sergeenko
Cc: Zaza Bokhua ; Tamar Barkalaia ; Tamar Gabunia ; Giorgi Tsotskolauri ; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili ; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze ; Natia Khmaladze ; Paata Jorjoliani ; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia ; Noe Kinkladze ; Tea Sharashidze ; Lia Ugulava ; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili ; Natia Tevdorashvili ; Nino Mamaladze ; Nino Odisharia ; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili ; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze ; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania ; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze ; Tamari Sarishvili ; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia ; mmatiashvili@yahoo.com; sophikotchumburidze@gmail.com
Subject:
მედიამონიტორინგი-15.04.2019

 

 

 

მედიამონიტორინგი 15.04.2019

ტელევიზია

15.04.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემასაქმიანი დილა

ჩვენ გვაქვს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტიეს არის დისბალანსი, რაც სისტემაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს, -ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს სისტემის სრულყოფა და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ სწორედ ექთნის პროფესია აირჩიონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6011941

---  

 

15.04.2019

არხი:    

გადაცემა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილთა ახლობლებს შეხვდება. ზაალ მიქელაძე აპირებს რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს კომისიას ასევე სამინისტროს და რეგულირების სამმართველოსაც მიმართოს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6012580

რუსთავი 2 -კურიერი 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6012058

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6012233

---

 

14.04.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი იმ ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ აქციას, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქციაზე რვა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის იმყოფება. მათი თქმით, ექიმების დაუდევრობამ არაერთი მოქალაქე იმსხვერპლა. აქციაზე 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახიც იმყოფება. გარდაცვლილთა ახლობლები დროულ და ეფექტურ გამოძიებასასევე დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6011782

---

 

14.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემაპოსტ სკრიპტუმი

ბიძინა ივანიშვილის მორიგი გატაცება - გიგანტური ხეების შემდეგ, ოლიგარქი კურორტებით დაინტერესდა. მისი სამიზნე აბასთუმანია. იქ, სადაც ოდესღაც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მკურნალობდნენ, ახლა ივანიშვილი სამოთხეს იშენებს. თუ რამე გამორჩეული და ღირებული ადგილი იყო ამ კურორტზე, ყველაფერი მას აქვს ნაყიდი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6011820

---

 

14.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემაკურიერი 18:00

შიმშილისთვის განწირული ცხრასულიანი ოჯახი, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. ახლა კუპრაძეებს მხოლოდ დანრგეული კედლები და მეზობლების დახმარებით შეძენილი პური და რძე დარჩათ. ხობის რაიონში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვს, თუმცა, მათთვის ჯერ მასალებიც კი არ გამოიძებნა. დაზიანებული სახურავის გამო სახლის კედლები თითქმის დანგრეულია. წვიმის დროს კი ოჯახის უფროსი წევრები სხვენში მორიგეობენ და წყალს ჭურჭელში აგროვებენ. მრავალშვილიანი დედა წლებია დახმარებას ხობის გამგეობას უშედეგოდ სთხოვს. ამბობს რომ ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ გააჩნია და ბავშვები რამეს ბეტონის იატაკზე ათენებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6010970

---

 

14.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემაიმედის კვირა

ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ მხარდაჭერა. ხანდაზმულთა პანსიონატებში ცხოვრობენ მოხუცები, რომლებზეც სახელმწიფო ზრუნავს, თუმცა ბუნებრივია მათ ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თითოეული ბენეფიციარისთვის გამოყოფილი თანხა ვერ გაწვდება. ამიტომ კერძო სექტორი მათი ცხოვრების გახალისებაში განსაკუთრებულ როლს უნდა თამაშობდეს, ნაწილი თამაშობს კიდეც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6011831

---

 

14.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   ახალი კვირა

რუსო ბერიძე 30 ხანდაზმულთან ერთადერთ დიდ სახლში ცხოვრობს, სახლი ხანდაზმულთა პანსიონია. მას შემდეგ, რაც მამამ ქვედა კიდურები დაკარგა და ლოგინად ჩავარდა, რუსომ გადაწყვიტა პანსიონი შეექმნა, სადაც მამასთან ერთად დიდ სალხში მისთის უცნობი მოხუცებიც იცხოვრებდნენ, შექმნა საუკეთესო პირობები მოხუცებისთვის, ასეირნებს, მიყავს კაფეში, სალონში, პანსიონში მოხუცებისთვის სპეციალურად გახსნა ჭრა-კერვის სახელოსნო. "როდესაც ამ სახლს ვქმნიდი სულ ვფიქრობდი, როგორ გავაკეთო რომ თავად მოხუცის გადასხდელი არ ყოფილიყო თანხა, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ჯანდაცვის სამინისტროში, რა თქმა უნდა ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვაუჩერით აფინანსებს ხანდაზმულებს." - ამბობს რუსო ბერიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6011850

---

 

14.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   ახალი კვირა

წინა გადაცემაში საგანგაშო დმგომარეოაბზე შემოგთავაზეთ რეპორტაჟი,, რომელიც სათანმაშოებში, ტანსაცმელში, სათამაშო მანქანებში ფერად კუბიკებში საკანცელარიო ნივთებსა და სამშენებლო მასალებში არსებულ ტყვიის გადაჭარბებულ რაოდენობას ეხებოდა. დიდი ოდენობით ტყვია აღმოჩნდა ქართულ ბაზარზე ფართოდ გავრცელებულ; ბულიონის კუბიკებშიც, რომელიც ცხელწყალში იხსნება და ერთ წუთში მზადდება წვნინაი საკვები. რმოჩნდა რომგალინა ბლანკას" ბულიონის კუბიკებში ტყვიის კონცენტრაცია სამჯერ აღემატება დასავშვებს. ამ კვლევის საგანგაშო შედეგების გსააჯაროვების შემდეგ ერთი კვირა გავიდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგირება ჯერ არ მოხუდენია ამაში მას შემდეგ დავრწმუნით რაც ახალი კვირის ჟურნალისტები სუპერმარკეტების შემოწმებაზე გავიდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6011841

---

 

13.04.2019

არხი:    I არხი

გადაცემამოამბე 21:00

20-მდე რაიონი, სადაც მშობიარეებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ სთავაზობენ. ფოთი, ჩხოროწყუ, ონი, ხონიეს ნაწილია იმ ადგილების, რომლებშიც სამეანო განყოფილებები გაურკვეველი ვადით არის დახურული. სამედიცინო დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს, რის გამოც რეგულირების სააგენტომ მათ ლიცენზია ჩამოართვა. დაფინანსების სიმცირის მიზეზით კი კლინიკები ხარვეზების გამოსწორებას ვერ ახერხებენ. შედეგად, მშობიარეებს სხვა რაიონების საავადმყოფოებში უწევთ წასვლა, რაც ზოგჯერ სერიოზულ რისკებს მოიცავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6010928

---

 

13.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემაკურიერი 21:00

საქართველოში მოწყალებას ბევრი მოხუცი ითხოვს. პოლიცია ადგენს, ხომ არ აიძულებენ შვილები მოხუცებს ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გასვლას. ხომ არ მიჰყავთ ისინი ცენტრალურ გამზირებზე იძულებით და ხომ არ უთვალთვალებენ ჩუმად, ვინ, როდის და რამდენს აძლევს. სამართლადამცველებმა მოწყალების სათხოვნელად გამოსული ქალების გამოკითხვა დაიწყეს. კურიერი მოწყალების სათხოვნელად გამოსულ მოხუცებს ესაუბრა. მარო ღვინიაშვილი უხუცესია, ვინც ჩვენს ქვეყანაში მოწყალებას ითხოვს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6010931

---

 

13.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემაკურიერი 21:00

8 წლის ბიჭს საკუთარმა დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფელში ძალადობაში ბრალდებული მშობელი ადასტურებს, რომ ვახშმობის დროს შვილს გაუბრაზდა, წყობიდან გამოსულმა კი ცხელი სადილით სავსე თეფში არასრულწლოვნის მიმართულებით ისროლა. კერამიკის თეფშით 8 წლის ბიჭმა ჭრილობები მიიღო. ძლიერი სისხლდენით ის კლინიკაში გადაიყვანეს და თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. არასრულწლოვანზე განხორციელებულ თავდასხმასაც ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა - დაზარალებული ბიჭის 3 წლის ძმა. დედამ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვან თვითმხილველს ამ თემაზე საუბარი, დაჭრილ შვილს კი სკოლაში წასვლა აუკრძალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6010926

---

 

12.04.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემაკურიერი 21:00

26 წლის ნათია ჩაგანავას გარდაცვალების ხმაურიანი ისტორია ერთი წლის თავზეც გამოუძიებელია. ჯანდაცვის სამინისტრო არ დებს ოფიციალურ დასკვნას თუ რა გახდა მშობიარობის შემდეგ ახლაგაზრდა ქალის მდგომარეობის დამზიმების მიზეზი. ოჯახი სამინისტროს იმ კლინიკის მფარველობაში ადანასაულებს რომელიც მომხდარის შემდეგ მხოლოდ 2000 ლარით დააჯარიმეს. ექიმი კი რომელმაც მშობიარობა მიიღო ამ დრომდე კლინიკაში რჩება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6009218

---

 

12.04.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ქვეყანაში მედდების დეფიციტია. მას "დოლიდარობის ქსელის" მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს. ექთნების შრომის პირობების შესახებ გამოკითხვის შედეგები დეპუტატებს ბექა ნაცვლიშვილმა გააცნო. მისი თქმით სხვა სისტემური პრობლემებიც გამოაშკარავდა, ამთ შორისდ, ანაზღაურების საკითხი. გამოითქვა ინიციატივა, რომ განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ოდენობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6009181

---

 

 

 

ინტერნეტი

15.04.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/i-kvartalshi-rekomendaciebis-80-shi-biznesombudsmenis-pozicia-srulad-an-nawilobriv-dakmayofilda/32569

I კვარტალში რეკომენდაციების 80%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 29 შუადგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის I კვარტალში 57 რეკომენდაცია გავაგზავნეთ და 80%-ში ჩვენი პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მათ შორისაა ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გაითვალისწინებული და შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებშემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში)“, - განაცხადა ირალი ლექვინაძემ. ბიზნეოსმბუდსმენის აპარტის გაგზავნილ რეკომენდაციებს შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. „გაგზავნილი რეკომენდაციების შედეგად 3 თვის ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება. ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად - 5% და 10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი, არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. ბიზნესომბუდსმენის აპრატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა - 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა - 14 განცხადებით.

---

 

15.04.2019

მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/13785-batumshi-gardazvlili-pazientebis-axloblebi-saqmeebis-gamowiebas-itxoven

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საქმეების გამოძიებას ითხოვენ

ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი რვა პაციენტის ახლობლები საქმეების გამოძიებას და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. „დროულად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს ამა თუ იმ ექიმის ბრალეულობას თუ სიმართლეს. ჩვენ მივმართეთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, პროკურატურას, მაგრამ ძვრა არ არის. გამომძიებელი, რომელიც ჩვენს საქმეს იძიებს, ხუთთვიან კურსებზეა თბილისში გაგზავნილი. მივდივართ საგამოძიებო ორგანოში და პასუხი არანაირი არ არის. პროკურორი არ გვიღებს“, – განაცხადა გარდაცვლილი ელზა ჩხობაძის შვილმა, ლია ლომთათიძემ აჭარის ტელევიზიასთან. „2018 წლის 30 მარტს, ტელევიზიაში ზუკა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ წაიყვანა კლინიკამედცენტრში“, სადაც გარდაიცვალა. რეგულირების სააგენტომ ექიმის შეცდომა დაადგინა და ლიცენზია ერთი თვით შეუჩერა. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ რეგულირების სააგენტოს. მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არათანაზომიერია ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში“, – ამბობს ზუკა ფაღავას და, ანა ფაღავა. აქციაზე იმყოფებოდნენ 21 მარტს, „მედცენტრშიგარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლები. მათ პრეტენზია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც ახალგაზრდა ქალი სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. პაციენტის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 116- მულხით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „დაისაჯოს ყველა ის ექიმი და ექიმის თანაშემწე, რომლებმაც თავიანთი უცოდინრობით სიცოცხლეს გამოასალმეს ახალგაზრდა ადამიანები“, – განაცხადა გარდაცვლილი ნათესავმა ნათელა ფუტკარაძემ. საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა, რის შემდეგაც მათ მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა და უთხრა, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო განიხილავს. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეები და მიქელაძე შეთანხმდნენ, რომ დღეს, 12:00 საათზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას გამართავენ და შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.

---

 

14.04.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/542051-batumshi-acharis-jandacvis-saministrostan-im-gardacvlili-adamianebis-ojaxis-cevrebi-martaven-akcias-romlebic-ekimebs-daudevrobashi-adanashauleben/

ბათუმში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან იმ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ აქციას, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

ბათუმში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი იმ ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ აქციას, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქციაზე რვა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის იმყოფება. მათი თქმით, ექიმების დაუდევრობამ არაერთი მოქალაქე იმსხვერპლა. აქციაზე 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახიც იმყოფება. გარდაცვლილთა ახლობლები დროულ და ეფექტურ გამოძიებას. ასევე დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. . "სულ რვა გარდაცვლილის ოჯახია შეკრებილი, მათ შორისაა 21 მარტს გადარცვლილი მელანო ფუტკარაძის, 6 წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის, 53 წლის დალი კეშელავასა, 28 წლის თემურ გაბაიძისა და 4 წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები. ყველა მათგანი ბოლო ორი წლის განმავლობაშია გარდაცვლილი. ჩვენი მოთხოვნაა: კომისიის შექმნა, შეისწავლონ ყველა გარდაცვლილის საქმე, კომისიაში ჩართონ ჩვენი წარმომადგენლები, ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად პაციენტის ახლობლის ჩართულობით, კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით ჩვენთვის სანდო ადამიანებით, კომისიის დაკომპლექტებისთვის განისაზღვროს ვადა 30 აპრილამდე. ასევე, პირადად საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე. ამასთან, ვითხოვთ, რომ დადგეს რეგულირების სააგენტოს ნდობის საკითხი, შეისწავლონ კომისიის წევრების საქმიანობა. ვითხოვთ კლინიკებში აუდიტის შესვლას, კლინიკის აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლას. საგამოძიებო ორგანოებს დაევალოს ამ საქმეების უპირატესად გამოძიება. დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, არა მარტო აჭარა, მთელი საქართველო გავერთიანდებით!",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

---

 

14.04.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/195819/

არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ. “გვაქცს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი ადამიანების საქმეებს შეისწავლის. შეკრებილები ასევე ითხოვენ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. “ჩემი ძმის, ზუკა ფაღავას საქმეზე ექიმს მხოლოდ 19 დღით შეუჩერეს ლიცენზიაეს არაა დასჯა. 23 დღით რომ დაესაჯათ მინიმუმ, ჩხობაძე ელზა გადარჩებოდა. მასაც იგივე ექიმი მკურნალობდა,”- ამბობს ანა ფაღავა. აქციაზე ზუკა ფაღავას მამაც იმყოფებოდა. “მარტო ლიცენზიის შეჩერებაც არ კმარა. უნდა დაისაჯოს ექიმი ციხეში ჩასმით,” – გვითხრა მან. გამოძიების გაჭიანურების პრობლემაზე საუბრობს დალი კეშელავა. იგიმედცენტრშიგარდაცვლილი ელზა ჩხობაძის შვილია. “პროკურატურისგან ვერაფერს გაიგებექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ თანახმა ვართ ეგზუმაციაზე ახლაც… “მედცენტრიგაჩუმების სანაცვლოდ თანხას გვთავაზობდა – 20 ათას ლარს. გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ არავინ დაუკითხავთ,” – გვიყვება დალი კეშელავა. აქციაზე იყო 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახიც. მათ აქციაზე ეს შეკითხვა გაუჩნდათ: “ჩვენ ვაპირებდით მიგვემართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ: უნდა მივმართოთ? ვინც მიმართა, რა ქნა? სადაა შედეგი?” – კითხულობს მარიამ საფარიძე, საბა კიწმარიშვილის მამიდა. რამდენი ექიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა სამედიცინო საქმიანობის გამო? – ეს ინფორმაციაბათუმელებმაპროკურატურისგან გამოითხოვა, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომმსგავს მონაცემებს პროკურატურა არ ამუშავებს”. საპროტესტო აქცია ბათუმში მარტში მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. 29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალამედცენტრში”. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. საპროტესტო აქციების შემდე, ექიმმა, ვისთანაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა, უფლებამოსილება შეიჩერა. გამოძიება სსკ-ის 116- მუხლით გრძელდება, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. შემთხვევას ასევე სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო.

---

 

14.04.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/aqciis-monawileebi-da-acharis-djandacvis-ministri-15-aprils-shexvedraze-shetanxmdnen

აქციის მონაწილეები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი 15 აპრილს შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილთა ახლობლების საპროტესტო აქცია დასრულდა. მათ ერთი საათის განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ხვდებოდა და მათ მოთხოვნებს ისმენდა. მიქელაძის განცხადებით, აქციის მონაწილეთა შეკითხვები ლეგიტიმურია და მათ რეგულირების სააგენტო განიხილავს. ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილთა ახლობლები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ექიმების შესაძლო დაუდევრობის შედეგად გარდაცვლილთა საქმეებს შეისწავლის. მათივე თქმით, რეგულირების სააგენტო და გამოძიება არაეფექტურია. "ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ჯანდაცვის კომისიას, ასევე სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს. გადავცემთ იმ მოთხოვნებს რაც მოსახლეობას აქვს. ვფიქრობ, როცა მათ შეკითხვები აქვთ და თან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ხვალ ამ საკითხებს გავივლით ოჯახის წევრებთან," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ, რომელის აქციის მონაწილეებს გმირთა ხეივანში შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. ზაალ მიქელაძე აქციის მონაწილეთა ნაწილს ხვალ, 15 აპრილსაც შეხვდება.

---

 

13.04.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=202421-%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%20,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A1

ვიფიქრე, თირკმელს გავყიდი და შვილს ვუმკურნალებ, მაგრამ გადამაფიქრებინეს.. მერე ფიზიკურად ძალიან გაგიჭირდებაო ავადმყოფის მოვლა“ - გიორგი ვარდიაშვილს დახმარება ესაჭიროება

გიორგი ვარდიაშვილი 38 წლის არის. აქედან 18 წელი იგი უმძიმეს ვითარებაში იმყოფება. უბედური შემთხვევის შედეგად გიორგი I ჯგუფის ინვალიდი გახდა, იგი საშინელ ავტოავარიაში მოყვა, რამაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე რადიკალურად შეცვალა. როდესაც გიორგი საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი სხეული პრაქტიკულად არ სუნთქვდა, აღენიშნებოდა მრავალი მოტეხილობა და სისხლდენა. 6 თვე მან კომაში გაატარა, ექიმები არ იძლეოდნენ დამაიდებელ პროგნოზს, თუმცა უფლის წყალობით მოზარდმა ნახევარი წლის შემდეგ თვალი გაახილა, თითები აამოძრავა, დაიწყო სუნთქვა სასუნთქი აპარატის გარეშე და საავადმყოფოდანაც გაწერეს. „ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება, არ წამართვა შვილი და მეორეჯერ მაჩუქა მისი სიცოცხლე. დიდება უფალს“ - გვითხრა გიორგის დედამ - ნანა ვარდიაშვილმა, რომელსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ: - რა მდგომარეობაშია დღეს გიორგის ჯანმრთელობა? ნანა: თავის ქალა ჰქონდა ძალიან დაზიანებული, უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა... ახლა ეპილეფსია და კრუნჩხვები აწუხებს, საწოლს არის მიჯაჭვული, თუმცა ბოლო დროს საწოლზე წამოჯდომა ისწავლა. გიორგის არ შეუძლია საუბარი, ვერ ჭამს დამოუკიდებლად, პრაქტიკულად არაფერზე რეაგირებს. -მარტო როგორ უმკლავდებით გიორგის მოვლას? ნანა: დიახ, მარტოხელა დედა ვარ. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია... ჯერჯერობით გვიდგას სული. მეუღლემ მიმატოვა, მეორე შვილი გარდაცვლილი მყავს. გიორგისთვის რომ მემკურნალა, გავყიდე ბინა, ავტომანქანა, ბიბლიოთეკა, ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. გიორგი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო როდესაც ავტოავარიაში მოყვა. -ნაქირავებში ცხოვრობთ, არა? ნანა: დიახ, სოციალურად დაუცველი ოჯახი გახლავართ და ბინის ქირას მერია იხდის. პირობები აქ ნორმალურია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ გვიწევს ღამის თევა! -რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს? ნანა: პენსია - 200 ლარი და სოციალური შემწეობა - 120 ლარი. თანხის დიდი ნაწილი წამლებზე და საკვებ პროდუქტებზე მიდის, ამას ემატება კომუნალური გადასახადები...თან, ამ ბოლო დროს ყველაფერი გაძვირდა... გიორგი საჭიროებს სარეაბილიტაციო კურსის გავლას, თუმცა ამისთვის არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ გამაჩნია. ვიფიქრე, თირკმელს გავყიდი და ამ თანხით ვუმკურნალებ მეთქი შვილს, მაგრამ გადამაფიქრებინეს..მითხრეს, რომ მერე ფიზიკურად ძალიან გაგიჭირდებაო ავადმყოფის მოვლა. -ვინ გეხმარებათ? ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის? ნანა: ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადში 3-ჯერ გამოყოფს ფულს წამლებისთვის, თუმცა თანხა დიდი არ არის...რამდენიმე წლის წინ კეთილმა ადამიანებმა დააფინანსეს გიორგის ურეკში გამგზავრება სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად...ნათესავებიც გვეხმარებიან, თუმცა ამას ერთჯერადი ხასიათი აქვას, არ არის სისტემატური დახმარება. ძალიან განვიცდი, მაგრამ სასოწარკვეთაში არ ვვარდები... მერე გიორგის ვინ მოუვლის? -რაზე ოცნებობთ? ნანა: არაფერზე ვოცნებობ გარდა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისა. ჩემი გონება მხოლოდ მისკენ არის მიმართული. მე ხომ დედა ვარ...თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მიჭირს. მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს! მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამ ოჯახში მდგომარეობა ძალიან რთულია. გიორგი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს. გაუწოდეთ მას დახმარების ხელი და აჩუქეთ მომავლის იმედი. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ვარდიაშვილი).

კვირა.ჯი- http://kvira.ge/462198

--- 

 

12.04.2019

მეიასაშუალებაhttps://www.interpressnews.ge/ka/article/541780-virusuli-hepatitis-eliminaciistvis-sanimusho-kveqnis-statusi-msoplioshi-pirvelad-sakartvelos-gadaeca/?fbclid=IwAR26fqK_3wfE9LeQg6c3BUzwnp4H9034lQHF7NCDpB-EP3nhivJORUw6Rlc

ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციისთვის სანიმუშო ქვეყნის სტატუსი მსოფლიოში პირველად საქართველოს გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია ავსტრიაში, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ კონგრესზე საპატიო სტატუსით იმყოფება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში დღევანდელი სესია ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით სპეციალურად საქართველოს მიღწევებს მიეძღვნა. მათივე ცნობით, სესიაზე საქართველოს, მსოფლიოში პირველიჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნისსტატუსი გადაეცა. აღნიშნული საპატიო ტიტული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარემ, მასიმო კოლომბომ დღეს გადასცა. „ჩვენთვის უდიდესი პატივია მსოფლიოში პირველისანიმუშო ქვეყნისსტატუსის მოპოვება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ- დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანიაგილეადმა“. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ, უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ამ პროგრამამ სწრაფი პოზიტიური გავლენა იქონია ეროვნულ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, საქართველო ასევე გახდა მისაბაძი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით და მრავალი სახელმწიფო გაიზიარებს იმ ღირებულ, მართლაც რომ საუკეთესო გამოცდილებას, რაც ჩვენ 2015 წლიდან გაგვაჩნია“.-განაცხადა დავით სერგეენკომ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 აპრილს გაიხსნა და იგი 14 აპრილს დასრულდება. კონგრესის ფარგლებში ღვიძლის დაავადებების საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/virusuli-hepatitis-eliminaciistvis-sanimusho-qveynis-statusi-msoflioshi-pirvelad-saqartvelos-gadaeca/?fbclid=IwAR3sUy5XnaErkQPIbRI7Hwrje9O3-l6pSXAmhyDOZ-Be0lWnetDpNyxqVKc

ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=81883&fbclid=IwAR1mcAmrQisXZxu9tSz6d34laFFp46rThnVK6SNs8IGbut_tCW37VLoTqEc

კვირა.ჯიhttp://kvira.ge/461984?fbclid=IwAR3NqzH9NTFbDaZLdsGF-31l65K7KaClQf4YXJu1SRCu26cqRDlSC_YL7V4

პია.ჯი- https://pia.ge/post/256645-saqartvelos-virusuli-hepatitis-eliminaciistvis-sanimuso-qveynis-statusi-gadaeca?fbclid=IwAR0CZ_NYlHeo48NPBULSxyJSs_7LmCBsT5DvSnKSdDsmuhjix5smxyYXjg0

აიპრს.ჯი- https://ipress.ge/new/msophlioshi-pirvelad-hepatitis-eliminatsiisthvis-sanimusho-qveqhnis-statusi-saqarthvelos-gadaetsa/?fbclid=IwAR2_A9xrHWXjR12velsxyf3L0yQmFXy0DBPZh1WgW4Vrmw6HOzC9Vhiq2Mc

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1555062211-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%90?fbclid=IwAR3SmTgP45wHpKMsjePrL33hKkKB3dRTUR8ao1VMrgpwpPY2H-8FrMuhxqE

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/230032

გურიანიუს.ქომhttp://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/hepatittan-brdzolis-sanimusho-kveqnis-statusi-msoplioshi-pirvelad-sakartvelos-gadaetsa

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/hepatittan-brdzolis-sanimusho-qveynis-statusi-msoflioshi-pirvelad-saqartvelos-gadaeca/

---

 

 

ბეჭდვითი მედია

15.04.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ჯაბა ტყემალაძე: რასაც დღევანდელ ინტერვიუში გეტყვით, ქართველ ექიმთა 95 პროცენტი სიამოვნებით მოაწერს ხელს!

ვინაიდან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა, საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებას. შესაბამისად, სოციალურ ქსელში ყველაზე აქტუალურია ნიუსები ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებ. რა ხდება რეალურად ჯანდაცვის სისტემაში, ვინ უფრო დაუცველია შექმნილ მდომარეობაში - ექიმი თუ პაციენტი და ვის აწყობს ექიმთა მიმართ საზოგადოების აგრესიულად განწყობა? აღნიშნული საკითხის გარშემო ექიმი-თერაპევტი, ფსიქიატრი და ადამიანის დღეგრძელობის საკითხებზე მომუშავე მეცნიერი ჯაბა ტყემალაძე გვესაუბრება: "რასაც დღევანდელ ინტერვიუში გეტყვით, ქართველ ექიმთა 95 პროცენტი სიამოვნებით მოაწერს ხელს! მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობსჯანდაცვის სამინისტროწარმატებულად წარმოაჩინოს, ყველაზე დიდი განუკითხაობა, სწორედ სერგეენკოს უწყებაშია. ჩვენ არაერთი არგუმენტირებული სტატია მივუძღვენით ამ საკითხს, არაერთი გაუბედურებული პაციენტისა და დაჩაგრული ექიმის პრობლემა გამოვიტანეთ სამზეოზე, თუმცა სერგეენკო ყურს არ იბერტყავს. დღეს სერგეენკოს უწყება მოქმედებს პრინციპით - დაყავი და იბატონე! არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურა კორუფციული გარიგებებისა და პირადი ნაცნობობის მიხედვით იღებდეს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე. აგერ უკვე შვიდი წელიაჯანდაცვის სამინისტრომვერ გადაწყვიტა ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობისა და ტერიტორიის გამოყოფის საკითხი. როგორც "ასავალ-დასავლის" წინა ნომერში წავიკითხე, წამზომი ჩართულია და, სავარაუდოდ, ორ თვეში "ავერსი" ან კინწისკვრით გამოყრის საკუთარი ტერიტორიიდან ამდენ დამსახურებულ ექიმსა და უმძიმეს ავადმყოფს ან ისევ მოუწევს "სულგრძელობის" გამოჩენა და უმაქნისი, გაიძვერა ჯანდაცვის სამინისტროსმესვეურების მიერ უკვე არაერთხელ "გადაგდებულ" ექიმებს სამადლოდ კიდევ რამდენიმე წლით შეიფარებს. ზიზღი მომგვარა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა ნიუსმა, რომელსაც თან ერთვოდა ფოტომასალა, როგორ გამოდის სიტყვით დავით სერგეენკო ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე და ამაყობს c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, რომლის ფარგლებში უამრავი ავადმყოფის მკურნალობა, სწორედ მის მიერ კურტანიძის ხიზნობისა და დევნილობისათვის განწირული ექიმების დამსახურებაა. აკი გამოეხმაურა კიდეც საკმაოდ მწვავედ შიდსის ცენტრი მინისტრის მამლაყინწობას. როგორც შიდსის ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ, მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოგვიანებით ჩაერთვნენ ამ პროგრამაში. მიჩნდება ეჭვი, რომ ნარკომომხმარებლებისა და განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას მასიურად აპირებენ! საინტერესოა, რას უპირებს ჯანდაცვის სამინისტრო შიდსით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მკურნალობენ შიდსის ცენტრში, რათა სიცოცხლე შეინარჩუნონ! ამგვარ უმადურ დამოკიდებულებას არ იმსახურებს ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძისა და წამყვანი სპეციალისტების დამსახურებითაც საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ასე იწონეს თავს დავით სერგეენკო. დღეს ის დროა, როდესაც ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გადასარჩენად!" -არასოდეს დამავიწყდება ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილის ისტორია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრის ნინო კვიტაიშვილის ინტრიგას შეეწირა, რადგან მას "ფორმა 100" -ში დამამძიმებელი დიაგნოზის ჩაწერაზე უარი განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მამაგეიშვილი სახალხო დამცველმა და რეგულირების სააგენტომ უდანაშაულოდ ცნეს, გოჩა ინგოროყვას დღემდე სამსახურში არ აღუდგენია! ჯაბა ტყემალაძე: "კლინიკებს არ ვასახელებ, მაგრამ ვურჩევ სამინისტროს, კარგად გამოიძიონ არასწორად დასმული დიაგნოზებისა და არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ისტორიები. კარგად გაარკვიონ, თუნდაც ინგოროყვას კლინიკაში, სადაც თაბაშირის დადება შველის საქმეს,ოპერაციაზე რატომ მიარბენინებენ პაციენტებს."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6011987&name=15.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.04.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

მზევინარ ბალავაძე: საქართველოს ჯანდაკვლის სამინისტროში მთავარი მაფიოზი და დირიჟორი არა ლოთი სერგეენკო, არამედ შევარდნაძის დროინდელი სატანა გამყრელიძეა!

2018 წლის 10 მაისს თბილისის ნომერ პირველ საავადმყოფოს გადაუგებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში ფილტვის აბსცესით, პნევმონიითა და "დაუზუსტებელი" ანემიით 42 წლის დედისერთა ჟურნალისტი "სილქ ტვ"-ის სპორტული კომენტატორი შალვა(ბაჩანა) მოლოდინაშვილი გარდაიცვალა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცის აღსასრული მას შემდეგ დადგა, რაც ამირან გამყრელიძის"ევექსის" კლინიკის, შპს "ამტელ ჰოსპიტალის", ტუბდისპანსერის, ავერსის კლინიკისა და . არამიანცის საავამდმყოფოს ექიმებმა პაციენტი თავიანთი სამკურნალო დაწესებულებიდან ერთამანეთის მიყოლებით გამოაგდეს. გარდაცვლილის დედის, მზევინარ ბალავაძის დიდი ბრძოლის და წერილობითი განცხადების საფუძველზე დავით სერგეენკოს დრაკულას სასახლეში ჯანდაცვის სამინისტროსსამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის 21 დეკემბერს გამაოგნებელი დასკვნა გამოაქვეყნა და ხელი 6 ექიმს, ძირითადად "ევექსის" კლინიკის თანამშრომლებს დაადო. უბედური დედა ქალბატონი მზევინარ ბალავაძე იმედოვნებდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსპროფესიული განვითარების საბჭო, რომელსაც თავად სერგეენკო თავმჯდომარეობს, თავისი შვილის მკვლელებს სამაგალითოდ დასჯიდა! სამწუხაროდ შვილმკვდარი დედის მოლოდინი არ გამართლდა და დავით სერგეენკოროგორც"უროლოგად" წოდებულ ცნობილ ყასაბ გურამ ქარაზანაშვილს აეფარა ლეღვის ფოთოლივით, ზუსტად ისე გამოექომაგა და სარეაბილიტაციო კურსებზე გაგზავნა ის თეთრხალათიანი კომპრაჩიკოსები, რომლებმაც ადამიანი გაწირეს. შალვა მოლოდინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მზევინარ ბალავაძე გაჩუმებას არ აპირებს. -15 ათასი ლარით დაფინანსებული შვილი ამირან გამყრელიძის "ევექსის" კლინიკიდან 3 დღეში გამომიგდეს. იგივე მოხდა "ავერსსა" და ტუბდისპანსერსშიც. -თუ "ევექსის" კლინიკიდან თქვენი აწ უკვე განსვენებული ვაჟი მესამე დღეს გამოაგდეს, რატომ მაშინ არ ატეხეთ განგაში და ჯალათებს ყელში არ სწვდით? მითუმეტეს ავადმყოფს 15-ათასლარიანი დაფინანსების ვაუჩერი ჰქონია. -დავაპირე, მაგრამ ჩემი საცოდავი შვილი შემეხვეწა, დედა აედან 4 მომაკვდავი პაციენტი გააგდეს და ხმა არ ამოიღო, თორემ მეც მომკლავენო! 2018 წლის 2 მაისს ასე გამოგვაგდეს სახლში, ხოლო 4 მაისს ბაჩანას უკვე ფეხები დაუსივდა. გამოვიძახე სასწრაფო და შვილი გადავიყვანე "ამტელ ჰოსპიტალში", საიდანაც ასევე 3 საათში გაგვაგდეს. ბაჩანა ისე იყო გათიშული, აღარაფერი ახსოვდა. -ასეთ მდგომარეობაში დაატოვებინეს ავადმყოფს "ამტელ ჰოსპიტალი?" -დიახ! 2018 წლის 6 მაისს ბავშვი გაითიშა და გადავიყვანე პირველ რესპუბლიკურში, არამიანცში, სადაც 10 მაისს გარდაიცვალა. რაკი ჩემი ერთადერთი შვილი დავით სერგეენკოსა და ამირან გამყრელიძის ექიმებმა მომიკლეს, ვიჩივლე პროკურატურაში, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროში შსს-ში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხოლო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელსაც დღეს თემურ პირველაშვილი ხელმძღვანელობს, გამაოგენებლი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც კონკრეტული ექიმების დანაშაულებია მითითებული. -ქალბატონო მზევინარ, ამ ყველაფერს რა შედეგი მოყვა? -საერთოდ, დამნაშავე ექიმების საკითხს იხილავს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელსაც ლოთი სერგეენკო ხელმძღვანელობს. ესენი არიან შემსრულებლები, საქართველოს ჯანდაკვლის, დიახ, სწორედ ჯანდაკვლის სამინისტროში მთავარი მაფიოზი და დირიჟორი არა ლოთი სერგეენკო, არამედ შევარდნაძის დროინდელი სატანა ამირან გამყრელიძეა. როდის ჩაატარეთ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა-მეთქი? -ვიკითხე. 6 მარტს ჩატარდაო. მერედა ორი კვირაა გასული და საბჭომ მკვლელ ექიმებს რა დასკვნა გამოუტანა, ახლავე მანახეთ-მეთქი. სასწრაფოდ მომცეს გადაწყვეტილება. რომელმაც ტვინში სისხლი კინაღამ ჩამიქცია! გადაწყვეტილების თანახმად, "ევექსის" კლინიკის მეორე ინტენსიური თერაპიის უფროსს მედეა აბჟანდაძეს მხოლოდ ის აკმარეს, რომ სამი თვით შეუჩერეს სამედიცინო საქმიანობა და ორი თვით გაუშვეს რეაბილიტაციის კურსებზე. -ქალბატონო მზია, რას აპირებთ? - სანამ მკვლელ ექიმებს და მათ მფარველებს არ დავსჯი, არ გავჩერდები!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6011896&name=15.04.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.04.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

შიდა ქართლში დედამ 8 წლის შვილს თავში თეფში ჩაარტყა - ბავშვი კინაღამ სისხლისგან დაიცალა

8 წლის ბიჭს საკუთარმა დედამ თავში თეფში ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. შიდა ქართლის ერთ-ერთი სოფელში ძალადობაში ბრალდებული მშობელი ადასტურებს, რომ ვახშმობის დროს შვილს გაუბრაზდა, წყობიდან გამოსულმა კი ცხელი სადილით სავსე თეფში არასრულწლოვნის მიმართულებით ისროლა. კერამიკის თეფშით 8 წლის ბიჭმა ჭრილობები მიიღო. ძლიერი სისხლდენით ის კლინიკაში გადაიყვანეს და თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს. არასრულწლოვანზე განხორციელებულ თავდასხმასაც ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა - დაზარალებული ბიჭის 3 წლის ძმა. დედამ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მცირეწლოვან თვითმხილველს ამ თემაზე საუბარი, დაჭრილ შვილს კი სკოლაში წასვლა აუკრძალა. მშობელი არ მალავს, რომ ჭრილობები თავის არეში შვილს თეფშის მოქნევით გაუჩნდა, მაგრამ აკონკრეტებს, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია. დედის მცდელობა, რომ ოჯახში ძალადობის ამბავი დაიმალებოდა, უშედეგო აღმოჩნდა. საპატრულო პოლიციაში შევიდა ანონიმური ზარი, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მარტოხელა დედა ერთ შვილს სასტიკად ეპყრობოდა და ხშირად სცემდა. გამოძიება დაიწყო და გაირკვა, რომ ამ ანონიმური ზარის ავტორი ძალადობაში დადანაშაულებული ქალის ძმა იყო. სწორედ ბავშვის ბიძის ჩვენების საფუძველზე გამოუწერეს ახალგაზრდა დედას შემაკავებელი ორდერი და არასრუწლოვანი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დედამ 8 წლის ბავშვზე იძალადა. ამის შესახებ კი ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებსაც ჰქონდათ. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა. საპირისპიროს ამტკიცებს სოციალური სამსახური. მუშაკები ამბობენ, რომ ძალადობის ასეთ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციას არავისთვის არასოდეს მიუმართავს. ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება სკოლის დირექტორის და დამრიგებლის წინააღმდეგ, რომლებმაც არავინ ჩააყენეს საქმის კურსში, რომ დედა ბავშვზე, სავარაუდოდ, ძალადობდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6012501&name=15.04.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

15.04.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

რა ხდება ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში

"ჩვენი დაწესებულება ერთადერთია საქართველოში, სადაც იძულებით მკურნალობენ სისხლის სამართლის დამნაშავეები" ცოტა ხნის წინ ხონში, სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სკანდალში გაეხვია - პაციენტის, 60 წლის ქალის გარდაცვალებაში მისი ოჯახის წევრები ცენტრის პერსონალს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ექიმებმა პაციენტს სცემეს და აწამეს, რის შემდეგაც საჭირო გახდა მისი ქუთაისის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ბენეფიციარზე ძალადობა უარყვეს და განმარტეს, რომ ქალმა დაზიანებები ეპილეფსიური შეტევის დროს მიიღო. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, გოჩა ბაკურაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ამ სამწუხარო ამბით დავიწყეთ. - ოჯახი თქვენს პერსონალს ბენეფიციარის ცემა-წამებაში ადანაშაულებს. უარყოფთ ამას? - პაციენტის იდენტიფიცირება დაუშვებელია. ჩვენ ვერ დავარღვევთ კონფიდენციალობას და ამიტომ ვიკავებთ თავს მათ პირდაპირ, ან მედიით გავცეთ პასუხი. არ იფიქროთ, რომ სათქმელი არაფერი გვაქვს, უბრალოდ, თავის მართლება არ გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ემოციები გვაქვს, კანონმდებლობის დაცვას ვცდილობთ და არ ვეხმიანებით არავის. ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი თანამშრომლების კანონიერ ქმედებაში. მსგავსი შემთხვევა კარგ და თბილ გარემოშიც ხდება, სახლშიც და ქუჩაშიც... მზრუნველობით განებივრებულ ბებიასაც შეიძლება ფეხი დაუცდეს და რამე დაიზიანოს. - მიმანიშნებთ, რომ ქალი დაეცა და არავის უცემია? ოჯახის მტკიცებით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ყურიც კი მოგლეჯილი ჰქონდა... - მსგავსი არაფერი ყოფილა! არ მინდა ასეთ სისულელეზე პასუხის გაცემა. იმ საავადმყოფოში, სადაც გადაიყვანეს, თქვეს, რომ მარჯვენა მხარეს ჰქონდა რაღაც დაზიანება. ყველაფერს გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ დაწესებულების რეპუტაციას ნურავინ შეეხება! აქ პერსონალი ზრუნავს ისეთ ადამიანებზე (და ისეთ მძიმე სიტუაციაში), რომლებზეც საკუთარი ოჯახებიც კი უარს ამბობენ, ამიტომ ჯობს, ლანძღვას ყველა მოერიდოს. ჩვენთან მომხდარ ყველა ფაქტზე - პაციენტის მცირე დაზიანებაზეც კი, ჩვენგან მიდის შეტყობინება და არაფერს ვჩქმალავთ. ტალახს ნურავინ გვესვრის. ჩვენი პაციენტების უკან ოჯახებია და ყველა ღელავს... - დროდადრო ვრცელდება ხმები პერსონალის მიერ ბენეფიციარებზე ძალადობისა და უდიერად მოპყრობის შესახებ. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და თავშესაფრის ბენეფიციარები ღირსების შემლახავ პირობებში არიან. - აქ ასეთი არაფერი ხდება. ჩვენი გამოცდილი გუნდი ზრუნავს მძიმე კონტინგენტზე, ტიტანურ შრომას ეწევიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. არც ერთი კომპეტენტური უფლებადამცველის დასკვნაში არასოდეს ყოფილა ძალადობის ფაქტები. ვეთანხმები, რომ ინფრასტრუქტურა იყო მძიმე და ნაწილობრივ, დღესაც ასეა, თუმცა გარდაქმნის პროცესში ვართ... თავის დროზე სახალხო დამცველის დასკვნებში მოხსენიებული ღირსების შემლახავი გარემო არ გულისხმობს პერსონალის არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობას. - თავშესაფარში რა კონტინგენტი გყავთ? - 100-კაციან თავშესაფარში უმძიმესი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები გვყავს, რომელთაც ხშირად ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა აქვთ. არიან ასევე სხვადასხვა დაავადებით, მაგ., ეპილეფსიით გამოწვეული დემენციებით (ჭკუასუსტობა), ალცჰაიმერით დაავადებულებიც. ეს არის უმძიმესი კონტინგენტი, რომელსაც 24-საათიანი მოვლა-პატრონობა და მზრუნველობა სჭირდება. ისინი დაუხმარებლად ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებენ. ასეთი თავშესაფარი ერთადერთია ქვეყანაში. ჩვენი პერსონალის შრომა არის უმძიმესი და დაუფასებელი. ვცდილობთ, ემოციები მოვთოკოთ და საქმე ვაკეთოთ. ამასობაში შეიძლება რაღაც შეგვეშალოს და საქმე გაფუჭდეს, მაგრამ ვერ დავუშვებთ ლანძღვა-გინებას, განსაკუთრებით მათგან, ვისაც არც მძიმე პაციენტი უნახავს, არც გულყრის გენერალიზებული ფორმა... - რა კატეგორიის პაციენტები გყავთ ცენტრში და რამდენ ბენეფიციარზეა გათვლილი? - ჩვენი ცენტრი დღეს 550-მდე ბენეფიციარს ემსახურება სტაციონარული მკურნალობის კურსით. გვყავს სხვადასხვა კატეგორიის - ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისა და არანებაყოფლობითი მკურნალობის პაციენტებიც. ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას, უარს აცხადებენ მკურნალობაზე, თუმცა საფრთხეს უქმნიან როგორც საზოგადოებას, ასევე საკუთარ სიცოცხლეს და აქედან გამომდინარე, სასამართლო იღებს მათთვის ფსიქიატრიული დახმარების გადაწყვეტილებას. დღეს ასეთი პაციენტი ბევრი არ არის - მხოლოდ ხუთი ადამიანია. ჩვენი დაწესებულება ერთადერთია საქართველოში, სადაც იძულებით მკურნალობენ პაციენტები, რომელთაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ თავიანთ მდგომარეობას და ამიტომ ჩათვალა შეურაცხადად. შემდეგ მათ მიმართ შეწყდა საქმე და იძულებითი მკურნალობისთვის ჩვენთან გამოგზავნეს. ცენტრში არიან ისეთი პირებიც, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მიესაჯათ სასჯელი და შემდგომ, იზოლაციის პირობებში, განუვითარდათ ფსიქოზი და ამის შემდგომ მოხვდნენ ჩვენთან. - ასეთი პაციენტები იზოლირებული არიან და მათ მიმართ ისეთივე შეზღუდვებია, როგორიც პენიტენციარულ დაწესებულებშია? - ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი და სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს პაციენტების დაცვასა და უსაფრთხოებას, მაგრამ არანებაყოფლობითი მკურნალობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს შეზღუდვებს - იზოლირებას, თუმცა, პენიტენციარული დაწესებულებისგან განსხვავებით, თუკი პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აქ არის მათი ნახვის თავისუფალი რეჟიმი. - მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია? - მე იურისტი ვარ და მკურნალობის მეთოდებში არ ვერევი, თუმცა როგორც ხელმძღვანელს, მაქვს ინფორმაცია. აქ გამოიყენება ყველანაირი თანამედროვე მეთოდი - როგორც მედიკამენტური, ასევე - ფსიქოთერაპიული, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა თერაპიულ მიმართულებას. - ალბათ, ხშირია ექსცესები... - ყველანაირი შემთხვევა მომხდარა, მაგრამ კონკრეტული ფაქტების დასახელებას მოვერიდები. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ექსცესებს ვერასდროს გამორიცხავ. სწორედ ამიტომ არსებობენ ზედამხედველები, მომვლელები, ექთანები. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, რათა მსგავსი ექსცესები შეძლებისდაგვარად შემცირდეს. - რა ვადით უწევთ სისხლის სამართლის დამნაშავე პაციენტებს დარჩენა? ადრე გაშვების წესი თქვენთანაც მოქმედებს? - იძულებითი მკურნალობა ინიშნება კონკრეტული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ოთხი წლისა და ითვალისწინებს როგორც ვადამდე გათავისუფლებას, ასევე ვადის გაგრძელებასაც. მოსამართლე ყველა დამნაშავეს სხვადასხვა ვადას განუსაზღვრავს, მაგრამ არა უმეტეს - ოთხი წლისა. შემდეგ თუ კომისია დაადგენს, რომ პაციენტის იძულებითი მკურნალობის საფუძველი აღარ არსებობს, მკურნალობა წყდება და პაციენტს აქვს უფლება, უკვე ნებაყოფლობითი მკურნალობა გააგრძელოს სტაციონარშიც, ამბულატორიულადაც. თუ მუდმივმოქმედი კომისია ჩათვლის, რომ მისთვის იძულებითი მკურნალობის საფუძველი კვლავაც არსებობს, ის ხელახლა მიმართავს სასამართლოს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. - დავუშვათ, სისხლის სამართლის დამნაშავე ბენეფიციარი განსაზღვრულ ვადაზე ადრე განიკურნა. მისი საქმე ხელახლა გადაიხედება? - არა. თუკი თავის დროზე ჩატარდა ექსპერტიზა და პირი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას შეურაცხადად ჩაითვალა, შემდეგ კი განიკურნა და ჩვენი სტაციონარიდან გაეწერა, ის საქმე განსახილველად აღარ ბრუნდება. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის დროს ჩაითვალნენ შერაცხადად, მათ მიესაჯათ სასჯელი და შემდეგ მოხვდნენ ჩვენთან არანებაყოფლობითი მკურნალობისთვის, მაგრამ სასჯელის ვადაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა, ისინი სასჯელაღსრულების სისტემაში ბრუნდებიან... - თქვენგან წასული პაციენტებიდან თუ ყოფილან ისეთები, განმეორებით რომ ჩაუდენიათ დანაშაული და უკან მობრუნებულან? - კი, როგორ არა. დაწესებულებიდან გასვლა არ ნიშნავს სრულ განკურნებას, პაციენტმა მკურნალობა უნდა გააგრძელოს. ახლა ვითარდება სათემო სერვისები, რათა ასეთ პაციენტებს თემში უმკურნალონ. შეიძლება დალიოს, ან ნარკოტიკი მოიხმაროს და ეს გახდეს მაპროვოცირებელი, რომ კვლავ დანაშაული ჩაიდინოს. - თქვენგან წასულ ისეთ პაციენტებზე, რომლებმაც იძულებით მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს, პასუხისმგებლობას არავინ იღებს? - პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს, რადგან ძნელია, განსაზღვრო, პაციენტს როდის გაურთულდება მდგომარეობა. ადრე იყო იძულებითი მკურნალობა - უნდოდა თუ არა, ვალდებული იყო, მისულიყო და ამბულატორიულად ემკურნალა. ახლა აქედან წასული ადამიანი მიიღებს თუ არა მედიკამენტს, მასზეა დამოკიდებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6012296&name=15.04.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​