From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: მედიამონიტორინგი-13.02.2019
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 13.02.2019 12:46
Attachments :

ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები - გასავლელია

 

From: Press Of MOLHSA
Sent: 13 February, 2019 12:54
To: David Sergeenko
Cc: Zaza Bokhua ; Tamar Barkalaia ; Giorgi Tsotskolauri ; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili ; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze ; Natia Khmaladze ; Elza Jgerenaia ; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia ; Noe Kinkladze ; Tea Sharashidze ; Lia Ugulava ; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili ; Natia Tevdorashvili ; Nino Mamaladze ; Nino Odisharia ; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili ; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze ; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania ; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze ; Tamari Sarishvili ; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia
Subject:
მედიამონიტორინგი-13.02.2019

 

 

 

მედიამონიტორინგი 13.02.2019

ტელევიზია

13.02.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა, თუმცა ის კვლავ მზარდია. ცენტრში ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად იმატა აცრების მაჩვენებელმაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5872367

---

 

13.02.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

მძიმე მდგომარეობა ფსიქიატრიულ კლინიკაში-13 წლის ბიჭის მკვლელობის შემდეგ ომბუდსმენმა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შეისწავლა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871962

---

 

13.02.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 პაციენტიდან 3 ამ დრომდე მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში განაგრძობს. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მსუბუქად დაშავდნენ. ავტობუსი, რომელიც თბილისიდან წყნეთში მიდიოდა, ჯერ დაგორდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276- მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5872095

---

 

13.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

სამი მუშა დაშავდა ხელვაჩაურში წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. ბათუმის წყლის სამი თანამშრომელი ვეჯინის წყლის ტერიტორიაზე ძველი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 240- მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5872097

---

 

13.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

არსებობს პროფესიები, სადაც უსაფრთხოების ნორმების მცირედი დარღვევაც კი ტრაგედიით დასრულდეს. ამ საფრთხის წინაშე საქართველოში ყველაზე ხშირად მშენებლობასა და სამთო მრეწველობაში დასაქმებული ადამიანები დგანან. თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შრომითი უფლებების შესახებ ნებისმიერ მსურველს შეუძლიაინფორმაცია მიიღოს. ახალგაზრდული პროფკავშირების წევრები კი უსაფრთხოების ზომების შესახებ მოგვაწვდიან ინფორმაციას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5872219

---

 

13.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5872220

---

 

12.02.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენ პირთათვის, სასჯელი გამკაცრდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871787

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871133

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5870857

---

 

12.02.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ამომრჩევლის პირისპირ

მოჭარბებული ძალადობა არასრულწლოვნებზე. 2018 წლის მონაცემებით სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტის ჩადენის გამო 116 პირი დააკავეს, მათგან 86 ადამიანი ამხილეს 16 წლამდე ასაკის მოზარდებთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში, ყველა ხედავს საზოგადობაში გაზრდილ ძალადობაში პრობლემას, იმ ტრაგედიაში, რასაც პედოფილია ჰქვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871669

---

 

12.02.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

სოციალურ აგენტს, რომელმაც ჩვილის ოჯახიდან განრიდება გადაწყვიტა, ფიზიკურად გაუსწორდნენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871610

---

 

12.02.2019

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

რუსთავის სასამართლომ 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალებულს, ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871580

---

 

12.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა -

გადაცემა: მთავარი 18:00

სახალხო დამცველი სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871455

---

 

12.02.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დავით სერგეენკოს განმარტებით, 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო ორის საყურადღებო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5870552

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5870164

---

 

12.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 18:00

მუშაობა 24 საათიან რეჟიმში დასვენების გარეშე - წყლის სათავე ნაგებობაზე დასაქმებულების პროტესტი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5871435

---

 

12.02.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

რატომ ვერ იქცა მედიაცია შრომითი დავების მოგვარების ეფექტურ მექანიზმად - ამ პრობლემაზე ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრმა იმუშავა, პრობლემა მონიშნა და კონკრეტული რეკომენდაციებიც შეიმუშავა. ეს დოკუმენტი იემსიმ საერთაშორისო კონფერენციაზე წარედგინა. მედიაცია გულისხმობს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის კონფლიქტების მოგვარებას. დღევანდელ კონფერენციას გართიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრებოდა, რომელიც შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ქვეყანაში მედიაციის სისტემის მდგომარეობაზე მაესტროს ეთერში უპასუხებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5870594

---

 

12.02.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: იმედის დღე

რა ვითარებაა სკოლა-პანსიონებში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5869305

---

 

 

ინტერნეტი

13.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532532-bolo-monacemebit-ec-goris-gripit-22-adamiania-gardacvlili/

ბოლო მონაცემებით, .. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი

ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22- შეადგენს. ამის შესახებინტერპრენიუსსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186- შეადგენს და დაავადების გავრცელება მცირდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ასევე მცირდება რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და ჰიგიენის ძირითადი ნორმები დაიცვან, რადგან მისი თქმით, ევროპაში გრიპით ავადობის პიკი თებერვალში აღინიშნება. „გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირდება და დღევანდელი მონაცემით 100 000 მოსახლეზე 186-ია, გასულ კვირას 211- შეადგენდა. მოგეხსენებათ, პიკი დეკემბრის ბოლო კვირა იყო, როცა 100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 277 იყო. ასევე, . მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც 18,2%-მდეა ჩამოსული, წინა კვირას კი 21% იყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532528-okupirebul-apxazetshi-mimdinare-cels-ec-goris-gripit-daavadebis-49-shemtxveva-dapiksirda/

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წელს .. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, .. ღორის გრიპით დაავადების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რადიოსპუტნიკს.. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა. „გრიპით დაავადებულები ბავშვები და მოზარდები არიან, თუმცა უფრო ბავშვები ჭარბობენ, ვინაიდან ყველაზე მეტი სინჯები ბავშვებს ავუღეთ. როგორც კი აღნიშნულის პროფილაქტიკას დავიწყებთ, დაავადება გაქრება“, - განაცხადა დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა. მისივე თქმით, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ .. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები იზრდება. „ჩვენი მოსახლეობა სანიტარული თვალსაზრისით განათლებული რომ ყოფილიყო, ვაქცინაცია რომ დროულად ჩაეტარებინათ, ამ დაავადებას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი“, - განაცხადა ლიუდმილა სკორიკმა.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/532553-angarishis-tanaxmad-saxelmcipos-ar-sheumushavebia-bavshvta-mimart-zaladobastan-brzolis-samokmedo-gegma/

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა

სახელმწიფოს არ შეუმუშავებია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საქართველო - ევროკავშირის 2017 -2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება ბავშვთა უფლებების შეფასების ნაწილში. დოკუმენტიის მიხედვით, სახელმწიფოს არ გაუტარებია სათანადო ზომები, რომელიც უზრუნველყოფდა მართლმსაჯულებაზე წვდომას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, ასევე, სახელმწიფო ცხელი ხაზი ბავშვებისთვის არ მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. „ხაზი გასმული იყო ორი მიმართულებით: სახალხო დამცველისთვის ხელშეწყობა და ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. ვნახეთ, რომ სახალხო დამცველს არათუ ხელი ეწყობა, არამედ შენობაც არ აქვს და თანხების, რომელიც უნდა ყოფილიყო ბავშვთა უფლებებზე გამოყოფილი, უკვე მათ ქირაზე უწევთ დახარჯვა, რომელიც რა თქმა უნდა შეუსაბამოა. რაც შეეხება ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში წერს იმ ბრძანების დამტკიცებას, რომელიც უკვე 2010 წელს იყო დამტკიცებული. ანუ, ეს ბრძანება დიდი ხანია არსებობდა, მათ ამ ბრძანების უკვე დადგენილების სახით მიღება, როგორც ახალი ღონისძიება, ისე შეიტანეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიკვირს, რატომ არის არაეფექტური ბავშვთა დაცვა ძალადობისგან. თუ ჩვენ ძველ ქმედებებს და ღონისძიებებს ჩავთვლით ბავშვთა დაცვის ახალ ღონისძიებებად, რა თქმა უნდა პროგრესს ვერასდროს მივაღწევთ“, - განაცხადაპარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა. დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიში საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება. მონიტორინგი და ანალიზი არასამთავრობოთა არაფორმალურმა კოალიციამღია საზოგადოების ფონდისმხარდაჭერით განახორციელა. ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება:   http://liberali.ge/news/view/43133/dziritadi-shromiti-standartebi--ra-shesrulda-asotsirebis-khelshekrulebis-mikhedvit

ძირითადი შრომითი სტანდარტები - რა შესრულდა ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით

საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის  სამოქალაქო საზოგადოების შეფასების მიხედვითდასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების ნაწილი, ასევე, პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები ნაწილობრივ შესრულდა.   გაკეთდა ანგარიშში ნათქვამია, რომ  2018 წელს საქართველომ მიიღო ახალი კანონიშრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 2019 წლის იანვარში სრულად შევიდა ძალაში. კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც საქმიანობენ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჭიროა მეტი პროგრესი.  „საქართველოს პარლამენტი ამჟამად განიხილავსშრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ნაწილობრივ აღმოფხვრის კანონში მანამდე არსებულ ხარვეზებს. 2018 წლის 19 აპრილს გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მეოთხე და რიგგარეშე შეხვედრა, რომელმაც დაამტკიცა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა“, - წერია ანგარიშშიარ გაკეთდა დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ  „შრომის უსაფრთხოების შესახებკანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია.   „არსებული კანონი და კანონპროექტიც ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოებად მიიჩნევა მხოლოდ მშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოება და თითქმის უგულებელყოფილია შრომის ინსპექტირების სისტემის შესაძლებლობა, ჰქონდეს უფლებამოსილება, სამუშაო ადგილზე ფსიქოსოციალური საფრთხეებისა და რისკების შესახებ განახორციელოს ზედამხედველობა“.  ასევე, ნათქვამია, რომ ინსპექტირების ორგანოებს არ აქვთ სამუშაო ადგილზე უპირობოდ დაშვების შესაძლებლობა სასამართლოს გარეშეთუმცაშრომის უსაფრთხოების შესახებკანონის პროექტი ითვალისწინებს ამ ხარვეზის აღმოფხვრას. გაკეთდა ანგარიშში ნათქვამია, რომშრომის უსაფრთხოების შესახებკანონი განსაზღვრავს ჯარიმებსა და სანქციებთან დაკავშირებულ წესებს და სანქციების შემოთავაზებული სისტემა შეიძლება შეფასდეს როგორც ადეკვატური, სათანადო, თუკი კანონი ეფექტიანად იმოქმედებს. არ გაკეთდა მათი თქმით, საჭიროა შრომის ინსპექტირების არსებული სისტემის რეფორმირება, საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად...

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=197268-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

სოციალურ აგენტს, რომელმაც ჩვილი ოჯახიდან განარიდა, ბავშვის დედა ფიზიკურად გაუსწორდა - ძალადობაში ბრალდებული 21 წლის ქალი შსს- გამოკითხა

სოციალურ მუშაკზე ძალადობაში ბრალდებული ნინო კობაიძე შსს-ში გამოკითხეს. 21 წლის ქალი პატრულმა ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა მოსამართლემ იგი შენიშვნის მიცემის შემდეგ გაათავისუფლა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა იმ სოციალურ მუშაკზე იძალადა, რომელმაც მისი შვილის ოჯახიდან განრიდების გადაწყვეტილება მიიღო. ერთი წლის გოგონა სახლიდან რამდენიმე დღის წინ წაიყვანეს სოციალური აგენტის დასკვნით ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა. დაპირისპირება მეტროს ვაგონში მოხდა, ნინო კობაიძე სააგენტოს თანამშრომლისგან, ნანი მახათაძისგან, ითხოვდა განმარტებებს, თუ რატომ გადაიყვანეს მცირეწლოვანი საკუთარი ოჯახიდან მინდობით აღზრდაში. მეტროს ვაგონში ამ ფაქტს ბევრი ადამიანი შეესწრო, თუმცა, ნანი მახათაძე ამბობს, რომ მხოლოდ ერთადერთი ახალგაზრდა გამოესარჩლა და ფიზიკური დაპირისპირებისგან დაიცვა.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=197237-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1,%20%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A1%E1%83%A1

სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელი მკაცრდება - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს მკაცრდება. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე. მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენა" - აღნიშნა თოლორაიამ.

---

 

13.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=197265-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

წყლის მილის შეკეთებისას მუშებს მიწის მასა დაეცათ - შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე სამუშაოების მიმდინარეობისას სამი მუშა დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ ჰქონდათ. შემთხვევა წყლის მილის შეკეთებისას მოხდა. მამაკაცებს მიწის მასა დაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლით დაიწო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-politikuri-bedi-saqartveloshi-wydeba-da-ara-emociurad-dadzabul-shekhvedrebze/?fbclid=IwAR33Ul4nufDTYNbsigWifMNEh9nI-fmcLau5-j6U0ujwcW2Q_Xpr6FdSXKw

დავით სერგეენკო - საქართველოს პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე

საქართველოს პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბელგიის ქალაქ ლიეჟშინაციონალური მოძრაობისმხარდამჭერთა შეკრების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს დიასპორის აზრი, შეხედულება და პოლიტიკური ჩართულობა, თუმცა ამისთვის არსებობს ცივილური ფორმებიკომუნიკაცია და არჩევნებზე ხმის მიცემა. „პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე. რაც შეეხება იმას, ვინ ჩავიდა ამ შეხვედრაზე და ვინ არ ჩავიდა, ვერ გეტყვით. რასაც ვუყურე, გადასარევი და მომხიბლავი მართლაც არ იყო, ასეთი ვნებათაღელვა და ფორიაქი. მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, მაგრამ არა ამ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილინაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებს 10 თებერვალს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასულინაციონალური მოძრაობისლიდერები და აქტივისტები. შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაცნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-saministroshi-imedovneben-rom-socialuri-mushakebi-romlebic-saagentos-datovebas-apireben-wasvlas-gadaifiqreben/?fbclid=IwAR0GawJs-Emu3cdYMZ-ZHuokLUR-NHzfDAH0FHivzE_BozooP2mCPMWi1b8

ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ სოციალური მუშაკები, რომლებიც სააგენტოს დატოვებას აპირებენ, წასვლას გადაიფიქრებენ

სოციალური მუშაკები ამ ეტაპზე გადანაწილებული არიან იმ ორ ტერიტორიულ ერთეულში, საიდანაც თანამშრომლები წავიდნენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ სოციალურ მუშაკთა ნაწილი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს დატოვებას მარტიდან აპირებს, წასვლას გადაიფიქრებს. „შევხვდით იმ თანამშრომლებს, ვისაც განცხადება აქვს დაწერილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მარტამდე ნაწილი გადაიფიქრებს წასვლას. თუმცა ჩვენ აქტიური ზომები გვაქვს მიღებული და ვეძებთ ალტერნატივას”, – აცხადებს თამილა ბარკალაია. მისივე განმარტებით, სოციალური სააგენტოს რეფორმებზე მუშაობა ფორსირებულად მიმდინარეობს. „წინა კვირაში ვიყავი რეგიონებში და მქონდა შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან. ასევე შევხვდი სოცმუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ჩვენ და ასოციაცია ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი რეფორმები, რომელიც 2018 წლიდან დაიწყო, კიდევ უფრო სწრაფი რეჟიმით განვავითაროთ და გავაძლიეროთ სოციალური სამუშაო საქართველოშიაცხადებს თამილა ბარკალაია. შეგახსენებთ, 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრებიდან ოთხი სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს. დარჩენილმა თანამშრომლებმა კი, სააგენტოს დატოვების თაობაზე განცხადებები დაწერეს. მიზეზად ისინი სისტემურ პრობლემებს ასახელებენ და ამბობენ, რომ გაზრდილია საქმეთა რაოდენობა, რომელსაც თანამშრომელთა სიმცირის გამო, ფიზიკურად ვერ ართმევენ თავს.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sergeenko-rasats-vuqhureth-saakashvilis-emigrantebthan-shekhvedra-momkhiblavi-marthlats-ar-iqho/

სერგეენკო: რასაც ვუყურეთ, სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა მომხიბლავი მართლაც არ იყო

რასაც ვუყურეთ, სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა მომხიბლავი მართლაც არ იყო”, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს დიასპორის აზრი, შეხედულება და პოლიტიკური ჩართულობა, თუმცა მინისტრის შეფასებით, ამისთვის ცივილური ფორმები არსებობს. “პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად გადაძაბულ შეხვედრებზე. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩავიდა ამ შეხვედრაზე და ვინ არ ჩავიდა, ვერ გეტყვით. რასაც ვუყურე, გადასარევი და მომხიბლავი მართლაც არ იყო ასეთი ვნებათაღელვა და ასეთი ფორიაქი. აქ ვარაუდი ძალიან ძნელია. დაშვება ერთი, რომ სუს-ის თანამშრომლები იყვნენ, დაშვება ორი, რამდენად საჭირო იყო მართლა გამიჭირდება. მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, მაგრამ არა ამ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ.”, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/448682

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43105/sakhalkho-damtsveli-sotsialur-mushakebs-mkhardacheras-utskhadebs

სახალხო დამცველი სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ქვეყნის სოციალურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით. “სახალხო დამცველი მუდმივად საუბრობს სოციალურ სამსახურის სისტემურ პრობლემებზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები”, – აცხადებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვთა სიღარიბე, ბავშვის მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. “ამ მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სოციალურ მუშაკს ეკისრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით. სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებს სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადაუდებლად იმოქმედონ აღნიშნული პროფესიის გასაძლიერებლად, რადგან ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევა სწორედ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

 ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/127081

ფორტუნა.ჯი- https://www.fortuna.ge/fortuna/post/sakhelmwifom-srulad-unda-gaiazros-socialuri-mushakis-roli-sakhalkho-damcvelis-aparati

მეტრონომი.ჯი- https://metronome.ge/story/188577

ენესფი.ჯი- http://nsp.ge/10874-ombudsmenisakhelmtsifom-qveyanashi-socialuri-mushakis-roli-srulad-unda-gaiazros.html

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://www.fortuna.ge/fortuna/post/sakhalkho-damcveli-fsiqikuri-janmrtelobis-sferoshi-sistemur-problemebze-miutitebs

 სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რადგან მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შპსფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, განხორციელდა დაწესებულებაში ვიზიტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. „შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის. ამასთან, შესაძლოა, იკვეთებოდეს შპსფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისპერსონალის მხრიდან პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ მოხდა მათთვის საჭირო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება სერვისების და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მწვავე გამოწვევად იკვეთება .. ორმაგი დიაგნოზის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა და განსხვავებული რეგულაციები ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სფეროებში. ამასთან, მიუხედავადფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამისბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები, რაც თავის მხრივ განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს. იმ მიზეზით, რომ არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც. დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი. მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მომხდარი შემთხვევის შესწავლას და შეაფასებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ამასთან, შეისწავლის ინფორმირებული იყო თუ არა სოციალური სამსახური ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ნათესავებთან მშობლების გარეშე ცხოვრობდა. ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/sakhalkho-damcveli-fsiqikuri-janmrtelobis-sferoshi-sistemur-problemebze-miutitebs/

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba-13-tslis-bavshvis-mkvlelobasthan-dakavshirebith/

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=197239-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/13-tslis-bavshvis-mkvlelobis-faqtze-sakhalkho-damtsveli-gantskhadebas-avrtselebs/56215

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/220772

პირველირადიო.ჯი- http://pirveliradio.ge/?newsid=121032

თაიმერ.ჯი- https://www.timer.ge/sakhalkho-damcveli-psiqikuri-janmrthelobis-speroshi-sistemur-problemebze-miuthithebs/

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/samartali/13-tslis-dzmisshvilis-mkvlelobashi-braldebuls-patimroba-sheeparda

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა. საქმეზე შემდეგი სხდომა 4 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა, კლინიკამ მის დასატოვებლად 3 000 ლარი მოითხოვა. როგორც ბრალდებულის მეგობრები ამბობენ, 9 თებერვალს შენიშნეს, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო. როგორცტაბულასთანფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი, ლაშა კილაძე ამბობს, მამაკაცი 9 თებერვალს, დაახლოებით, 21:45 საათზე ნარკოლოგიურ განყოფილებაში შეიყვანეს და მან მორიგე მედპერსონალთან ურთიერთობის შემდეგ ნებაყოფლობით მკურნალობაზე უარი თქვა, „ფსიქოზი ან განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაარ ჰქონდა. გარდა ამისა, ლაშა კილაძე ეხმაურება მამაკაცის მეგობრების განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ ნარკოლოგიურში მისი არ დატოვების მიზეზი წინასწარ 3000 ათასი ლარის გადახდის მოთხოვნა იყო. ცენტრის დირექტორის თქმით, ეს არალოგიკურია, რადგან როცა პაციენტი უარს აცხადებს სტაციონარში მკურნალობაზე, ნებისმიერი მკურნალობა უკვე გამორიცხულია, მათ შორის ფასიანიც, ამიტომ თანხას ვერ მოითხოვდნენ.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8833

პროკურორი: "ბრალდებულმა მოზარდს დანით 20-მდე დაზიანება მიაყენა"

ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამ წუთებში რუსთავი საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ გააკეთა. "დადგენილი არის, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, კერძოდ საოჯახო დანის გამოყენებით, არასრულწლოვანს სხეულზე დაახლოებით 20-მდე დაზიანება მიაყენა რის შედეგადაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შესაბამისად ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში კერძოდ გასაკუთრებული სისასტიკით არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება და პროკურატურის პოზიციაა რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას აღკვეთი ღინისძიებით პატიმრობა,"- განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ. პროკურორის ინფორმაციითვე, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. "საზოგადოებაში მოარულ მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაკავშირებით დაინიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში და ჰქონდა თუ არა ფსიქიკური ნაკლი. ექპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი, მოხდება თუ არა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლება თუ დაენიშნება მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა"-განაცხადა პროკურორმა.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/10597-gamgebeli-5-adamians-akhalgoridan-saoperaciod-ar-ushveben-

გამგებელი: ,,5 ადამიანს, რომელსაც გეგმიური ოპერაცია ჭირდება, ახალგორიდან არ უშვებენ"

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 5 მოქალაქეს, რომელსაც გეგმიური ოპერაცია ჭირდება, თბილისისკენ არ უშვებენ. ამის შესახებ პალიტრანიუსთან ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეს ადამიანები საჭიროებენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, რომლის გაწევა დედაქალაქის შესაბამის სტაციონარში შეუძლიათ. გამგებლის ცნობით, ფაქტის შესახებ ცნობილია ყველა შესაბამის უწყებისთვის, მიუხედავად ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ღორის გრიპის ვირუსის პერიოდში, მშობლებს მისცეს ნებართვა, რომ 2 ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. ბავშვებს მაღალი სიცხეებით ჰქონდათ. ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ჩაკეტილი .. საზღვარი გაიხსნა მაშინაც, როდესაც ახალგორის რაიონში გარდაიცვალა მოქალაქე. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი დაასაფლავეს საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. გარდაცვლილი გადმოასვენეს მისმა ახლობელმა მამა-შვილმა. დე-ფაქტო მთავრობამ .. საზღვარი 2019 წლის 11 იანვრიდან ჩაკეტა - ღორის გრიპის გავრცელების გამო. 1 იანვრიდან მოქმედებს .. საზღვრის გადაკვეთის ახალი წესი. კერძოდ, ახალგორში შესვლა და გამოსვლა შეუძლიათ მათ, ვისაც ცხინვალის უშიშროების კომიტეტის (კგბ)- ნებართვა აქვს. ეს წესი ვრცელდება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებზე.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://www.accentnews.ge/ge/news/details/67141

"21 მოზარდი ფაქტობრივად დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება"

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ახალგორში 21 მოზარდი ფაქტობრივად, ტყვეობაშია. როგორც ცნობილია, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გადმოსასვლელები "ღორის გრიპის" საშიშროების მოტივით დაახლოებით, 1 თვის წინ ჩაკეტა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩარჩა 21 მოსწავლე, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლობენ და არდადეგების დროს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ნათესავებთან იმყოფებოდნენ. „21 მოზარდი ფაქტობრივად დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ისინი არდადეგების პერიოდში ჩავიდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტში და გზების ჩაკეტვის შემდეგ იძულებით აღმოჩნდნენ იზოლაციაში. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, ეს ბავშვები ოკუპირებულ დაბაში არიან, ვერც გადაადგილებას ახერხებენ და ვერც სკოლაში სიარულს. სკოლის მოსწავლეების გარდა ანალოგიურ მდგომარეობაშია რამდენიმე სტუდენტიც. მოზარდების პარალელურად პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ახალგორსა თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული პირებიც. ამჟამად 14 პედაგოგი ოკუპირებულ დაბაში შესვლას ვერ ახერხებს, შესაბამისად, გაკვეთილებიც უცდებათ. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი კი ახალგორშია ჩარჩენილი და უკვე 1 თვეა ვერ გამოდის, რომ სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულოს. კიდევ უფრო მძიმე მდგომერეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არაერთი ქრონიკული პაციენტია, ვისაც წამალი მუდმივად ესაჭიროება. უამრავი დასახელების მედიკამენტი კი ცხინვალის რეგიონში არ არის. შესაბამისად, ეს ადამიანები იძულებულები არიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაუკავშირდნენ ახლობლებს, ნაცნობებს და სთხოვონ მედიკამეტები ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს, ტაქსებს გაატანონ. შემდგომ ამ წამლებს ვლადიკავკაზიდან უგზავნიან ოკუპირებულ ცხინვალში დარჩენილებს. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ დროს მოითხოვს და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების ფასებს მნიშვნელოვნად ზრდის",– აცხადებს თინიკაშვილი და დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავს: "მივმართავ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც ცხინვალში გადაწყვეტილებებს იღებს, ნუ ამყოფებენ მძევლებად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. გაითვალისწინონ, როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე ეთნიკურად ოსი ეროვნების მოსახლეობის მდგომარეობაც და მოხსნან შეზღუდვები ამ .. გამშვებ პუნქტზე

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/182421/

ბათუმში მშენებლობაზე 3 მუშა დაშავდა

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, მშენებარე ობიექტზე სამი მუშა დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა ჰქონდათ, მათ გონება არ დაუკარგავთ. მათივე ინფორმაციით, მუშები დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდნენ, კონკრეტული სამონტაჟო სამუშაოების დროს. მომხდარზე განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მონაცემებით, მშენებარე ობიექტზე მუშები წყლის მილების გაყვანის დროს დაშავდნენ და მათ მიწის მასა დაეცათ. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლის შესაბამისად. დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/340278/

თსუ- და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების მხარდაჭერა სოცმუშაკებს

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური პერსონალი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს. “თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) აკადემიური პერსონალი მხარს ვუჭერთ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და ამავე სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების, სოციალური მუშაკების, მიერ ჩამოყალიბებულ საინიციატივო ჯგუფისსოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვისსაქმიანობას. ვიზიარებთ რა პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების სულისკვეთებას, მიგვაჩნია, რომ ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული და მათი უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სოციალური მუშაობის პრაქტიკისთვის კრიტიკულია სოციალური მომსახურების სააგენტოში სისტემური ცვლილებების განხორციელება. მხარს ვუჭერთ რა სოციალურ მუშაკებს, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური მუშაკების მიერ წარდგენილ წერილში დასახელებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს და განხორციელდეს,” – ნათქვამია განცხადებაში. ამასთანავე, როგორც თსუ- და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი აცხადებს, ისინი გამოხატავენ მზადყოფნას, გამოცდილება და ცოდნა გაუზიარონ სამინისტროს, სააგენტოსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს აღნიშნული ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ბენეფიციარებზე ორიენტირებული პოლიტიკის, პროგრამებისა და მომსახურებების განსავითარებლად. განცხადებას ხელს აწერენ: 1. იაგო კაჭკაჭიშვილი, პროფესორი, თსუ 2. შორენა საძაგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ისუ 3. სალომე ნამიჭეიშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ 4. ნინო შატბერაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ 5. თამუნა მახარაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ 6. ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ 7. ია შეყრილაძე, ასისტენტ პროფესორი, ისუ 8. ნათია ფარცხალაძე, თსუ, მოწვეული ლექტორი 9. მაგული შაღაშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ 10. ნელი აკობია, მოწვეული ლექტორი, თსუ, ისუ 11. მაია მგელიაშვილი, მოწვეული ლექტორი, ისუ 12. თეონა გოცირიძე, მოწვეული ლექტორი, ისუ 13. მარიამ ბარბაქაძე, მოწვეული ლექტორი, ისუ 14. ანტონ ქელბაქიანი, მოწვეული ლექტორი, ისუ 15. ქეთევან ლეკიშვილი, მოწვეული ლექტორი, ისუ 16. ნინო გიორგაძე, მოწვეული ლექტორი, ისუ 17. ზურაბ ტატანაშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ 18. გიორგი წოწკოლაური, მოწვეული ლექტორი, თსუ 19. ნინი ტაბიძე, მოწვეული ლექტორი, თსუ 20. სალომე ჭიჭინაძე, მოწევეული ლექტორი, თსუ 21. ქეთევან გიგინეიშვილი, მოწვეული ლექტორი, ისუ, თსუ 22. ირმა ბებერაშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ 23. თინათინ ცერცვაძე, მოწვეული ლექტორი, თსუ 24. თეონა მამუკიშვილი, მოწვეული ლექტორი, თსუ 25. მანანა ლაცაბიძე, მოწვეული ლექტორი, თსუ 26. ლალი ჩხეტია, მოწვეული ლექტორი, თსუ 27. თენგიზ ვერულავა, მოწვეული ლექტორი, თსუ სოცმუშაკთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინსიტროში 8 თებერვალს წერილი შეიტანა და რეფორმების დროული გატარება მოითხოვა. სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოშიდასაქმებული 200-მდე სოციალური მუშაკი ამბობს, რომ ამ დროისთვის ისინი წინასაგაფიცვო პროცესში იმყოფებიან, ხოლო თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გაფიცვას დაიწყებენ.

---

 

12.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=197215-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

სიმსივნით დაავდებული მარტოხელა დედა 1,7 თვის შვილთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა- მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

საქველმოქმედო ფონდიიაქლანიმოქალაქეების მარტოხელა სიმსივნით დაავდებული დედისა და მისი 2 წლამდე ჩვილის დახმარებისკენ მოუწოდებს. როგორცნიუპოსტსფონდის ხელმძღვანელმა განუცხადა, ახალგაზრდა დედას უსახსრობის გამო ნაქირავები ბინიდან ასახლებენ. „მარტოხელა სიმსივნით დაავდებულ დედა, რომელსაც ნაქირავები საცხოვრებელი ბინიდან უშვებენ ხალხის დახმარების იმედადაა. ინგას მხოლოდ ერთი პატარა ჰყავს 1,7 თვის დათუნა, რომელსაც მძიმე სოცილაურ პირობებში ზრდის, თავად ახალგზრდა გოგოს სურვილი აქვს სანამ იცოცხლებს და შეძლებს შვილიც თავისთან ჰყავდეს. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ სოცილაური დახმარების იმედად უწევს ცხოვრება, დღეს კი საცხოვრებილი ბინის დაცლა მოუწიათ გადაუხდელობის გამო. დათუნას აქვს ჯამრთელობის პრობლემა სჭირდება მედიკამენტები რომლის ყიდვა დედას არ შეუძლია, დახმარების მსურველთათვის ვაქვენყნებ ანგარიშის ნომერს შგახსენბთ, რომ დედა არის სოცალურად დაუცველი ამიტომ მათ დასხმრებლად ქვეყნდება ორგანიზაციის ანგარიშის ნომერის“- აცხადებს აბაშიძე. დანიშნულებაში მიუთითეთ ინგა დუმბაძე საქველმოქმედოზარი 0901200128 თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

ბეჭდვითი მედია      

13.02.2019

მედიასაშუალებარეზონანსი

საგანგაშო ფაქტი: რუსთავში წითელამ მამაკაცი იმსხვერპლა

რუსთავში 60 წლის მამაკაცი ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. პაციენტს გრიპი ჰქონდა რასაც თან დაერთო წითელა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ რომ პაციენტი შეიყვანეს პნევმონიით, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. რამდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში, შემდეგ კი გამოთქვა სურვილი რომ მკურნალობას ბინაზე გააგრძელებდა. ბინაზე მკურნალობის გაგრძელება არ მოხერხდა. რის გამოც მამაკაცს ტემპერატურამ აუწია და ისევ ცუდად გახდა. "ავადმყოფობა გრიპით დაეწყო, რომელიც გართულდა პნევმონიით, შემდეგ უკვე დაერთო ვირუსული ინფექცია წითელას სახით, რის გამოც მისი პნევმონია დამძიმდა. მეხუთე დღეს უკვე წითელამ თავი აქტიურად იჩინა, ამიტომ გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში. სავარაუდოდ ეს იყო გრიპი, თანხვედრი ბაქტეროლოგიური პნევმონიაც, რასაც დაემატა წითელა პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" "კლინიკა რუსთავში".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5872074&name=13.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​