| From : | SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge> |
| To : | SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge> |
| Subject : | მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგი |
| Cc : | Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>; Natia Tsikaradze <ntsikaradze@gov.ge> |
| Received On : | 06.02.2020 14:34 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლიდან
იწყება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგი, რომელიც დაფარავს 2015-2019 წლების პერიოდს. SDG-ების შესრულების მონიტორინგი განხორციელდება
მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით, სადაც თითოეული ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებისთვის შექმნილია მომხმარებლის ანგარიში.
ზემოთხსენებული ელექტრონული სისტემის საშუალებით, მთავრობის ადმინისტრაციის (მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს) მიერ განხორციელდება
დავალების გაცემა ანგარიშის შევსებასთან დაკავშირებით და შედეგად ამოცანებზე პასუხისმგებელი უწყებების
წარმომადგენლები მიიღებენ შეტყობინებას ელ-ფოსტაზე, რომლის შესაბამისად მათ უნდა უზრუნველყონ ამოცანის განხორციელების მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება
2019 წლის მდგომარეობით.
აქვე გაცნობებთ, რომ ამ წერილის შემდეგ ელ. ფოსტაზე დამატებით ინდივიდუალურად (მათ ვინც რეგისტრირებულია სისტემაში) მიიღებთ შეტყობინებას
მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში მუშაობისთვის განკუთვნილი თქვენი ანგარიშის განახლებულ პაროლთან
(password)
დაკავშირებით (სისტემაში შესასვლელად მომხმარებლის ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელ. ფოსტა).
თანდართული სახით ასევე გიგზავნით სახელმძღვანელოს, რომელიც აღწერს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის ანგარიშგების
ფუნქციონალს, სადაც დეტალურად არის განმარტებული ანგარიშგების პროცესი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს (sdgcouncil@gov.ge;
ტელ: 032 2 990900 - 2004)
პატივისცემით,
|
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო SDGs Council Secretariat Administration of the Government of Georgia 7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia M: +995 577209969 |
|