პატივცემულო კოლეგებო,
დიდ მადლობა გიხდით 8 თებერვლის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღებისთვის.
როგორც შევთანხმდით, ველოდებით თქვენგან წერილობითი სახით შენიშვნებსა და კომენტარებს წამების წინააღმდეგ 2019-2020 სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით. ამ უკუგების გათვალისწინებით
მოხდება სამოქმედო გეგმის პროექტის გადამუშავება და თქვენთვის მოწოდება, რის შემდეგაც ჩაინიშნება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა.
დაბოლოს, როგორც შეხვედრის დასრულებისას აღმოვაჩინეთ, ვიღაცას დარჩენია ქურთუკი საკონფერენციო დარბაზში. თუ ეს რომელიმე თქვენგანია ან თქვენი კოლეგა, შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლის
თანამშრომელს ნატა გიორგაძეს: 577 515127
კიდევ ერთხელ მადლობა თანამშრომლობისთვის,
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის 24ა, საფოსტო ინდექსი, 0114