From : Eka Chkonia <ekachkonia@gmail.com>
To : tgabunia@moh.gov.ge; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : კონსოლიდირებული ტენდერი მედიკამენტებზე
Received On : 13.05.2019 11:49
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

მოგმართავთ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებისთვის მედიკამენტების შესყიდვის თაობაზე.

მოგახსენებთ, რომ მედიკამენტების შესყიდვა 2019 წლის იანვრიდან ხორცილედება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის N2297 განკარგულების   „2019 წლის განმავლობაში ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საფუძველზე.

კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში  ცალკეულ მედიკამენტზე ტარდება დამოუკიდებელი  ტენდერი, რაც მედიკამენტების შესყიდვის პროცესის გახანრძლივებასა და დაყოვნებას იწვევს.  ამასთან, ასეთი წესით შესყიდული მედიკამენები ზოგჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე პირდაპირი შესყიდვით შეძენილი იგივე მედიკამენტი (მაგალითად, 0.9% 1000მლ ი.ვ. საინფუზიო  ხსნარის ფასი კონსოლიდირებული ტენდერით 2 ლარია, ხოლო პირდაპირი შეყიდვით 90 თეთრი).

მოგეხსენებათ, რომ  სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების დიდ უმრავლესობას ქრონიკული ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება და მათთვის მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ასეთი გახანგრძლივებული სატენდერო პროცესის პირობებში მნიშვნელოვნად გართულებულია.

გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული საკითხი და დაგვეხმაროთ  პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტაში. 

Eka Chkonia
Professor of Psychiatry
Tbilisi State Medical University
President of the Society of Georgian Psychiatrists 
Tel: 2 99 75 40
Mob: 5 71 73 19 55