From : Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
To :
Subject : კითხვარი - პოლიტიკის დაგეგმვა კოორდინაცია
Cc : Marc van den Muijzenberg <marc.van.den.muyzenberg@gmail.com>; kristine.nachkebia@sofreco.biz; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
Received On : 19.02.2020 08:50
Attachments :

კოლეგებო მოგესალმებით,

 

როგორც იცით 2019 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” (EuropeAid/139255/DH/SER/GE - რომელსაც ახორციელებს ფრანგული საკონსულტაციო კომპანია SOFRECO). პროექტის ფარგლებში მოხდა საერთაშორისო ექსპერტის (Marc van den Muijzenberg) დაქირავება, რომელიც დაგვეხმარება მიმდინარე პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის რეფორმის განხორციელებაში.

 

საერთაშორისო ექსპერტი, რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ჩაატარებს მოკვლევას არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე განახლებული სისტემის შესაბამისად. სწორედ ამ მიზნით გიზიარებთ მის მიერ შემუშავებულ კითხვარს ელექტრონული ფორმატით და გთხოვთ, შეავსოთ სამშაბათს, 25 თებერვლის ჩათვლით. ასევე, მომდევნო ეტაპზე პროექტის გუნდი შეგეხმიანებათ ინდივიდუალური ინტერვიუებისთვის.

 

კითხვარი განკუთვნილია პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში დასაქმებული მოხელეებისთვის და მოიცავს შემდეგ თემებს: ა) ზოგადი ინფორმაცია; ბ) პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული შიდა პროცედურები; გ) პოლიტიკის დაგეგმვა; დ) მონიტორინგი, შეფასება და მონაცემები; ე) ტრენინგებისა და კონსულტაციების საჭიროება. მიღებული ინფორმაცია ინფორმაციაზე დაყრდნობით პროექტის ფარგლებში მომზადდება რეკომენდაციები თუ რა ტიპის დახმარებები შეიძლება იქნეს განხორციელებული მხარდაჭერისთვის, მათ შორის დონორების მხრიდან. ამ კითხვარის დახმარებით მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ არსებული მდგომარეობის უკეთ შესასწავლად და გასაანალიზებლად. მოწოდებული ინფორმაცია არის ანონიმური და კონფიდენციალური. კითხვარის შევსებას დასჭირდება დაახლოებით 10 წუთს.

 

კითხვართან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, გთხოვთ მიმართოთ ქრისტინე ნაჭყებიას (kristine.nachkebia@sofreco.biz)  595 335 730.

 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSejlK4vIHAMIR0MXknt8TobFHJrce_DwDEyDEZhu9Cy_OmWXw/viewform

 

პატივისცემით,

 

 

cid:image001.png@01D3E6CF.643E7570GOV.GE

cid:image002.png@01D3E6CF.643E7570  cid:image003.png@01D3E6CF.643E7570  cid:image004.png@01D3E6CF.643E7570

Giorgi Bobghiashvili
Senior Policy Adviser

Policy Planning and Coordination Department

Administration of the Government of Georgia
7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia

M:  +995 598423100

T: +995 322 2990900, 2014

chart (2)