მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი
კომისიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,ჩატარდა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის ყოვლისმომცველი
ეროვნული დონის მიმოხილვა და გაიგზავნა შესაბამისი სახელმწიფო ანგარიში.
ანგარიშთან მიმართებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიგზავნა სპეციალური კითხვარი, რომელზეც გვთხოვენ პასუხების გაგზავნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში დაგვიბრუნოთ შევსებული კითხვარი არაუგვიანეს
11 ივნისისა.
კითხვარი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობა.
პ.ს კითხვარის დიდი ნაწილი ჩემ მიერ უკვე შევსებულია, სწორედ ანგარიშიდან გამომდინარე და განსხვავებული მოსაზრების შემთხვევაში, ასევე , გთხოვთ თქვენი მოსაზრების
დაფიქსირებას.
დიდი მადლობა!
კითხვების შემთვევაში მზად ვარ დახმარებისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
მარი ჯობავა