| From : | Ia Biganishvili <ia.biganishvili@sda.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფორმაცია მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ |
| Received On : | 17.07.2020 05:08 |
დილა მშვიდობისა, ქეთი,
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ წელს, დღეის მდგომარეობით, მიღებულია 17 განცხადება, აქედან 3 პირის განცხადდებაზე წარმოება უკვე დასრულდა და დაუდგინდათ მოქალაქეობის
არმქონე პირის სტატუსი. აქვე შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ვადაა 6 თვე, რომელიც შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 3 თვით.
სულ დღეს ბაზაში რეგისტრირებული გვყავს 541 მოქალაქეობის არმქონე პირი.
რაც შეეხება ვალდებულებას, 2019 წელს, ოქტომბერში, ჟენევაში გაიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის (UNHCR
ExCom) 70-სესია, რომელზეც გაეროს წევრმა ქვეყნებმა წარადგინეს მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში 2024 წლამდე განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველომ აღნიშნულ სესიაზე განაცხადა არაუგვიანეს 2021
წლამდე 6 აქტივობის განხორციელების შესახებ, რომელთა შორისაა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელთა ჯანდაცვის უფლების სრულყოფა. საქართველოს მიერ აღებული დანარჩენი მნიშვნელოვანი ვალდებულებებია:
1.
მოქალაქეობის არმქონე პირთა გამარტივებული ნატურალიზაციის უზრუნველსაყოფად, არაუგვიანეს 2021 წლისა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლის შედეგად ნატურალიზაციისთვის დადგენილი, საქართველოში ცხოვრების
10-წლიანი ცენზი განახევრდება მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.
2.
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სტატუსის დადგენისთვის განსაზღვრული საფასურის ოდენობა განახევრდება 2020 წელს.
3. არაუგვიანეს 2021 წლიდან
მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებლებზე გავრცელდება უფასო იურიდიული დახმარების უფლება, რომლის ფარგლებშიც ისინი იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან წარმომადგენლობით როგორც სასამართლოში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებში.
4.
2020 წელს მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების მიზნისთვის განხორციელდება ე.წ. „კარდაკარ“ კამპანია. კამპანიის ფარგლებში, მობილური ჯგუფები
უზრუნველყოფენ რეგიონებში მოქალაქეობის არმქონე პირების გამოვლენას, მოქალაქეობრივი სტატუსის განსაზღვრასა და დოკუმენტირებას.
ქეთი , თუ დამატებით დაგჭირდათ რაიმე სახის ინფორმაცია ან ნებისმიერი დახმარება, ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შემეხმიანეთ, შემიძლია მოვიდე კიდევ, საცხოვრებლად და სამსახურებრივად, ტერიტორიულად
ახლოს ვარ თქვენს სამინისტროსთან J
დიდი მადლობა,
პატივისცემით,
ია
წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული
ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას.
თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ
მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.
The information contained in this e-mail and its attachment(s) is intended for specific
addressee(s) only, and may be confidential.
If you are not the intended addressee of the e-mail, please: immediately notify the sender and return the electronic message; do not disclose, distribute the content of the e-mail
and its attachment(s); do not copy or otherwise use this message; delete the e-mail and its attachment(s); from your system.