ქალბატონო ქეთევან,
გწერთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის სახელით, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობს UN Women-თვის Country Gender Profile-ზე, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება გენდერთან დაკავშირებულ 12 კრიტიკულ არეალს (BPfA, SDGs), რომელთა შორის ასევე არის ქალები და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფისათვის ვატარებთ ინტერვიუებს სახელმწიფო უწყებებთან, დონორ ორგანიზაციებთან და რელევანტურ ექსპერტებთან.
მინდა გთხოვოთ დროის გამოყოფა (15 იანვრამდე) თქვენთან ინტერვიუს ჩასატარებლად, რომელიც სულ 1 საათს გაგრძელდება და ძირითადად ფოკუსირდება ჯანმრთელობის სფეროში ქალებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
თუ მისაღებია თქვენთვის, გთხოვთ მომწეროთ სასურველი დრო და ვეცდები იმის მიხედვით დავაორგანიზო.
დიდი მადლობა წინასწარ და ველი თქვენს გამოხმაურებას,
საუკეთესო სურვილებით,
ლიკა ჯალაღანია
--