| From : | Ekaterine Machavariani <e.machavariani@mia.gov.ge> |
| To : | sbelkania@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | თხოვნა, შვეიცარიის ელჩისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ |
| Cc : | Veka Modebadze <vmodebadze@mia.gov.ge> |
| Received On : | 30.01.2019 14:02 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელებისთვის მუდმივად ხორციელდება კომუნიკაცია ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებთან. 29 იანვარს გაიმართა შს მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელსა და წევრი ქვეყნების ელჩებთან (საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია). აღნიშნულ შეხვედრაზე შვეიცარიულმა მხარემ გთხოვა, მივაწოდოთ საქართველოში არსებული ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რამდენადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ხშირად ხდება თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი.
შესაბამისად, შვეიცარიის საელჩოსთვის მიწოდების მიზნით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ აღნიშნული ინფორმაცია და ასევე, გამოყოთ საკონტაქტო პირი, რომელსაც ჩავსვათ ამ მიმოწერაში, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, რომ პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს თქვენს უწყებასთან.
წინასწარ გიხდით მადლობას,
პატივისცემით
ეკატერინე მაჭავარიანი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
დირექტორი
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტელ. +995 32 2 41 84 48
მობ. +995 5 77 52 66 00
ელ. ფოსტა e.machavariani@mia.gov.ge ; international@mia.gov.ge